ანტონი დომინიკ ბენედეტო (ინგლ. Anthony Dominick Benedetto) (დ. 3 აგვისტო, 1926 — გ. 21 ივლისი, 2023, ნიუ-იორკი, აშშ)[1] ასევე ცნობილია როგორც ტონი ბენეტი (ინგლ. Tony Bennett) — ამერიკელი ჯაზის სტანდარტის, ტრადიცული პოპის, სვინგის, ბიგ ბენდის და ჯაზის შემსრულებელი. იგი იყო ასევე მხატვარი, ქმნიდა ნამუშევრებს სახელით ანტონი ბენედეტო, მათი ჩვენება მუდმივად ხდება საჯაროდ სხვადასხვა გამოფენებზე. იგი ასევე არის ნიუ-იორკში ასტორიაში ფრენკ სინატრას სახელობის ხელოვნების სკოლის დამაარსებელი.[2]

ტონი ბენეტი
მშობლიური სახელი Tony Bennett
დაბადების სახელი ანტონი დომინიკ ბენედეტო
დაბადების თარიღი 3 აგვისტო, 1926[1]
ასტორია, კუინზი, ნიუ-იორკი, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
გარდაცვალების თარიღი 21 ივლისი, 2023 (96 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
რეზიდენცია ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
საქმიანობა
  • მომღერალი
  • მხატვარი
აქტიური 1949–2023
მეუღლე(ები)
  • პატრიცია ბიჩი
     (იქ. 1952; გაეყ. 1971)
  • სანდრა გრანტი
     (იქ. 1971; გაეყ. 2007)
  • სიუზან ქროუ
     (იქ. 2007)
შვილ(ებ)ი 4, მათ შორის ანტონია ბენეტი
მშობლები მამა: ჯონ ბენედეტო
დედა: ანა სურაჩი
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ფორტეპიანო
  • ვოკალი
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი tonybennett.com

დაიბადა და გაიზარდა ასტორიაში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, ტონიმ სიმღერა ადრეული წლებიდანვე დაიწყო. იგი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ქვეითთა ბატალიონში. ომის დასრულების შემდგომ მან შეიმუშავა მისი სიმღერის ცნობილი ტექნიკა, გააფორმა კონტრაქტი ლეიბლზე Columbia Records და ჩაწერა თავისი პირველი პოპულალური სიმღერა Because of You რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა აშშ-ის ჩარტში. მან მიაღწია პოპულარობის პიკს 1950იან წლებში ალბომებით, როგორიცაა The Beat of My Heart და Basie Swings, Bennett Sings. 1962 წელს მან ჩაწერა მისი საფირმო სიმღერა I Left My Heart in San Francisco. როკ მუსიკის ერად წოდებულ პერიოდში ტონის კარიერა და პირადი ცხოვრება კრიზისის პერიოდში იდგა.

1980იანი წლების მიწურულს და 1990იანი წლების დასაწყისში ტონი დაუბრუნდა სასცენო კარიერას, მისმა ჩანაწერებმა MTV-ს თაობაში ხელახლა მოიპოვა პოპულალობა. კარირეის მანძილზე ტონიმ მიიღო 19 გრემის და ორი პრემია ემის ჯილდო. მსოფლიოს მასშტაბით მას გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.

ჯილდოები რედაქტირება

გრემის ჯილდოები

  • საუკეთესო სოლო ვოკალური შესრულება, 1963, I Left My Heart in San Francisco
  • წლის ჩანაწერი, 1963, I Left My Heart in San Francisco
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური შესრულება, 1993, Perfectly Frank
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური შესრულება, 1994, Steppin' Out
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური შესრულება, 1995, MTV Unplugged: Tony Bennett
  • წლის ალბომი, 1995, MTV Unplugged: Tony Bennett
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური შესრულება, 1997, Here's to the Ladies
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური შესრულება, 1998, Tony Bennett on Holiday
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური შესრულება, 2000, Bennett Sings Ellington: Hot & Cool
  • სპეციალური ჯილდო ცხოვრებისეული წარმატებისთვის, 2001
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2003, Playin' with My Friends: Bennett Sings the Blues
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2004, A Wonderful World (კ.დ. ლენგისთან ერთად)
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2006, The Art of Romance
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2007, Duets: An American Classic
  • საუკეთესო ვოკალური თანამშრომლობა, 2007, For Once in My Life (სტივი უანდერთან ერთად)
  • საუკეთესო პოპ თანამშრომლობა, 2012, Body and Soul (ემი უაინჰაუსთა ერთად)
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2012, Duets II
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2015, Cheek to Cheek (ლედი გაგასთან ერთად)
  • საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი, 2016, The Silver Lining: The Songs of Jerome Kern (ბილ კლარლაპთან ერთად)

ემის ჯილდოები

  • საუკეთთესო ინდივიდუალური შერსულება გასართობ შოუში ან მუსიკალურ პროგრამაში, 1996, Live by Request
  • საუკეთთესო ინდივიდუალური შერსულება გასართობ შოუში ან მუსიკალურ პროგრამაში, 2007, Tony Bennett: An American Classic

დისკოგრაფია რედაქტირება

  • Because of You (1952)
  • Cloud 7 (1955)
  • 'Alone at Last with Tony Bennett (1955)
  • Tony (1957)
  • The Beat of My Heart (1957)
  • Long Ago and Far Away (1958)
  • In Person!
    (ქაუნთ ბეისთან და მის ორკესთან ერთად) (1959)
  • Strike Up the Band
    (ქაუნთ ბეისთან და მის ორკესთან ერთად) (1959)
  • Hometown, My Town (1959)
  • To My Wonderful One (1960)
  • Tony Sings for Two (1961)
  • Alone Together (1961)
  • Sings a String of Harold Arlen (1961)
  • My Heart Sings (1961)
  • I Left My Heart in San Francisco (1962)
  • I Wanna Be Around... (1963)
  • This Is All I Ask (1963)
  • The Many Moods of Tony (1964)
  • When Lights Are Low (1964)
  • Who Can I Turn To (1964)
  • If I Ruled the World: Songs for the Jet Set (1965)
  • The Movie Song Album (1966)
  • A Time for Love (1966)
  • Tony Makes It Happen (1967)
  • For Once in My Life (1967)
  • Yesterday I Heard the Rain (1968)
  • Snowfall: The Tony Bennett Christmas Album (1968)
  • I've Gotta Be Me (1969)
  • Tony Sings the Great Hits of Today! (1970)
  • Tony Bennett's Something (1970)
  • Love Story (1971)
  • Summer of '42 (1971)
  • With Love (1972)
  • The Good Things in Life (1972)
  • Listen Easy (1972)
  • Life Is Beautiful (1972)
  • Tony Bennett Sings 10 Rodgers and Hart Songs (1973)
  • Tony Bennett Sings More Great Rodgers and Hart (1973)
  • The Tony Bennett/Bill Evans Album
    (ბილ ევანზთან ერთად) (1975)
  • Together Again
    (ბილ ევანზთან ერთად) (1977)
  • The Art of Excellence (1986)
  • 16 Most Requested Songs (1986)
  • Bennett/Berlin (1987)
  • Astoria: Portrait of the Artist (1990)
  • Perfectly Frank (1992)
  • Steppin' Out (1993)
  • Here's to the Ladies] (1995)
  • Tony Bennett on Holiday (1997)
  • Tony Bennett: The Playground (1998)
  • Bennett Sings Ellington: Hot & Cool (1999)
  • Playin' with My Friends: Bennett Sings the Blues (2001)
  • Christmas with Tony Bennett and the London Symphony Orchestra
    (ლონდონის სიმფონიურ ორკესთან ერთად) (2002)
  • A Wonderful World
    (კ.დ. ლენგისთან ერთად) (2002)
  • The Art of Romance (2004)
  • Duets: An American Classic (2006)
  • A Swingin' Christmas
    (ქაუნთ ბეისის ორკესტრთან ერთად) (2008)
  • Duets II (2011)
  • Viva Duets (2012)
  • Cheek to Cheek
    (ლედი გაგასთან ერთად) (2014)
  • The Silver Lining: The Songs of Jerome Kern
    (ბილ კლარლაპთან ერთად) (2015)

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

  • The Lady Is a Tramp — ტონის და ლედი გაგას ერთობლივი 2011 წლის სინგლი.
  • Cheek to Cheek Live! — ტონის და გაგას ერთობლივი 2014 წლის სატელევიზიო კონცერტი.
  • Cheek to Cheek Tour — ტონის და გაგას ერთობლივი 2014-15 წლების მსოფლიო ტურნე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Tony Bennett Biography. Biography.com. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2016.
  2. Corey Kilgannon. (26 ივნისი, 2009) He's Never Left Astoria Behind. The New York Times.