ტონალპოუალი (ნაუატ. tōnalpōhualli — დღეების თვლა) — აცტეკების რიტუალური კალენდარი და 260-დღიანი პერიოდი, რომელსაც ხშირად წმინდა წელიწადს უწოდებენ, გამოიყენებოდა კოლუმბამდელ მესოამერიკაში.

ტონალპოუალი
გვ. 11 მალიაბეკიანოს კოდექსიდან, ტონალპოუალის დღეების ოთხი სიმბოლო ესპანურენოვანი აღწერებით: (სე = 1) კაჟის ქვა [ტეკტაპლი], (ომე = 2) წვიმა [კიაჰუიტლი], (იეი = 3) ყვავილი [ჰოჩიტლი], (ნაუი = 4) ნიანგი [სიპაქტლი]. საყურადღენოა, რომ წვიმის სიმბოლო ჰგავს ტლალოკს, აცტეკების წვიმისა და ნაყოფიერების ღმერთს.

ეს რიტუალური კალენდარი ჩაიწერა „დღეების წიგნში“, „ტონალამატლში“, რომელიც წარმოადგენდა მესოემარიკულ კოდექსს ტყავზე ან ქერქის ქაღალდზე, რომლის საფუძველზეც მღვდელი „ტონალპოუკე“ ადგენდა ჰოროსკოპს და ითვლიდა კეთილმოსურნე და არაკეთლმოსურნე დღეებს. მისი სტრუქტურა მაიას კალენდრის ანალოგიური იყო და, სავარაუდოდ, მათგანვეა გადმოღებული.

სტრუქტურა რედაქტირება

წმინდა წელიწადი ტონალპოუალის მიხედვით შედგება ოცი 13-დღიანი „კვირისგან“, რომლებსაც ე.წ. „ტრესენებს“ უწოდებენ (trecena, ესპ. trece — ცამეტი). ყოველ ტრესენას თავისი მფარველი ჰყავდა ღვთაებებიდან.

 
მზის ქვის რეპლიკა, ასევე შეცდომით უწოდებენ "აცტეკების კალენდარს".

წელიწადის ყოველ დღეს ენიშნებოდა რიცხვების კომბინაცია 1-დან 13-მდე და დღეების 20 ნიშნიდან ერთ-ერთი (იხ. ქვემოთ), ამგვარად ყოველ დღეს თავისი უნიკალური აღნიშვნა ჰქონდა. სულ ასეთი 260 კომბინაცია არსებობს, რაც საბოლოოდ 260-დღიან წმინდა წელიწადს იძლევა. ახალი დღის დაწყებისთანავე თარიღს ემატებოდა ერთიანი და ახალი ნიშანი. ამგვარად, პირველი კვირა იწყებოდა დღე 1-ლ ნიანგში, შემდეგ მოდიოდა მე-2 ქარი, მე-3 სახლი, მე-4 ხვლიკი და ასე შემდეგ დღე მე-13 ლერწმამდე. ამის შემდეგ რიცხვები მეორდებოდა, ხოლო ნიშნები რიგის მიხედვით ეწყობოდა: მეორე კვირა იწყებოდა 1-ლ იაგუარში და მთავრდებოდა მე-13 ქალაში და ა.შ. მხოლოდ 260 დღის შემდეგ (13×20) ყველა რიცხვი და სიმბოლო ემთხვეოდა და მეორდებოდა კომბინაცია 1-ლი ნიანგი.

თვლიდნენ, რომ ყოველ სიმბოლოს მართავდა ღმერთი ან ქალღმერთი, პარალელურად ისინი დაკავშირებული იყო ჰორიზონტის მხარეებთან (საათის ისრის საწინააღმდეგოდ, აღმოსავლეთის მხრიდან, საიდანაც მზე ამოდის).

ტონალპოუალის წარმომავლობა უცნობია, თუმცა ამ თემაზე არსებობს რამდენიმე თეორია, მაგალითად, რომ ის წარმოადგენდა ვენერიანულ ციკლს და შეესაბამებოდა ადამიანის ფეხმძიმობის პერიოდს. სხვა მხრივ, ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტონალპოუალს არ აქვს კავშირი ბუნების მოვლენებთან, მაგრამ მთლიანად დაფუძნებულია ურთიერთკავშირზე რიცხვებისა 13 და 20, რომლებსაც მესოამერიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ.

სხვა აცტეკური კალენდარი „ჰიუპოუალი“ წარმოადგენს მზის კალენდარს, რომელშიც წელიწადი შედგება 18 თვისგან, თითოში 20 დღით, ბოლოს კი 5 ცარიელი დღე ემატება. ჰიუპოუალიმ მიიღო დასახელება ტოლანპოუალიში თავისი პირველი დღის ნიშნის მიხედვით. მაგალითად, ერნან კორტესი შეხვდა მონტესუმა II-ს 1-ლი ლერწმის წლის მე-8 ქარის დღეს (ანუ 1519 წლის 8 ნოემბერს), მაშინდელი ციკლის მე-13 წელს.

ჰიუპოუალი და ტონალპოუალი ემთხვეოდა ყოველ 52 წელს. აცტეკებს სწამდათ, რომ ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს სამყაროს ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომაც ახალი ციკლის დაწყებას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ.

დღეების ნიშნები რედაქტირება

კალენდარი ტონალპოუალი ითვლის დღეების 20 ნიშანს. მათი გამოსახვის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ქვემოთ მოცემულია ნიშნები მალიაბეკიანოს კოდექსიდან.

სიმბოლო დასახელება ნაუატლზე ღვთაება თარგმანი ჰორიზონტის მხარე
  Cipactli ტონალტეკუტლი ნიანგი აღმოსავლეთი
  Ehēcatl კეცალკოატლი ქარი ჩრდილოეთი
  Calli ტეპეიოლოტლი სახლი დასავლეთი
  Cuetzpalin უეუეკოიოტლი ხვლიკი სამხრეთი
  Cōhuātl ჩალჩიუტლიკუე გველი აღმოსავლეთი
  Miquiztli ტეკისტეკატლი ქალა
სიკვდილი
ჩრდილოეთი
  Mazātl ტლალოკი ირემი დასავლეთი
  Tōchtli მაიაუელი კურდღელი სამხრეთი
  Ātl ჰიუტეკუტლი წყალი აღმოსავლეთი
  Itzcuintli მიკტლანტეკუტლი ძაღლი ჩრდილოეთი
  Ozomahtli ჰოჩიპილი მაიმუნი დასავლეთი
სიმბოლო დასახელება ნაუატლზე ღვთაება თარგმანი ჰორიზონტის მხარე
  Malīnalli პატეკატლი ბუნება სამხრეთი
  Ācatl ტესკატლიპოკა ლერწამი აღმოსავლეთი
  Ocēlōtl ტლასოლტეოტლი ოცელოტი
იაგუარი
ჩრდილოეთი
  Cuāuhtli ჰიპე-ტოტეკი არწივი დასავლეთი
  Cōzcacuāuhtli იცპაპალოტლი სვავი სამხრეთი
  Ollīn ჰოლოტლი მოძრაობა
მიწისძვრა
აღმოსავლეთი
  Tecpatl ჩალჩიუტოტოლინი კაჟი
კაჟის დანა
ჩრდილოეთი
  Quiyahuitl ჩანტიკო წვიმა დასავლეთი
  Xōchitl ჰოჩიკეცალი ყვავილი სამხრეთი

ქარისა და წვიმის ნიშნები შეესაბამება ქარის ღმერთ ეჰეკატლისა და წვიმის ღმერთ ტლალოკის გამოსახულებებს.

ტრესენები რედაქტირება

ყოველ ტრესენას 260-დღიანი ციკლიდან შეესაბამება თავისი ღვთაება:

ტრესენა ღვთაება
1 ნიანგი — 13 ლერწამი ომეტეოტლი
1 იაგუარი — 13 ქალა კეცალკოატლი
1 ირემი — 13 წვიმა ტეპეიოლოტლი
1 ყვავილი — 13 ბალახი უეუეკოიოტლი
1 ლერწამი — 13 გველი ჩალჩიუტლიკუე
1 ქალა — 13 კაჟი ტონატიუ
1 წვიმა — 13 მაიმუნი ტლალოკი
1 ბალახი — 13 ხვლიკი მაიაუელი
1 გველი — 13 მიწისძვრა ჰიუტეკუტლი
1 კაჟი — 13 ძაღლი მიკტლანტეკუტლი
ტრესენა ღვთაება
1 მაიმუნი — 13 სახლი პატეკატლი
1 ხვლიკი — 13 სვავი იცტლაკოლიუკი
1 მოძრაობა — 13 წყალი ტლასოლტეოტლი
1 ძაღლი — 13 ქარი ჰიპე-ტოტეკი
1 სახლი — 13 არწივი იცპაპალოტლი
1 სვავი — 13 კურდღელი ჰოლოტლი
1 წყალი — 13 ნიანგი ჩალჩიუტოტოლინი
1 ქარი — 13 იაგუარი ჩანტიკო
1 არწივი — 13 ირემი ჰოჩიკეცალი
1 კურდღელი — 13 ყვავილი ჰიუტეკუტლი

დღის ნიშნების გალერეა რედაქტირება

კალენდარზე სიმბოლოები დალაგებულია საათის ისრის საწინააღმდეგოდ.

პირველწყაროები რედაქტირება

წყაროები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება