ტონალობა — კილოს სიმაღლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე გარკვეული სიმაღლის კილოური სისტემა, ე. წ. კილოტონალობა. ტერმინი იხმარება ფუნქციონალური მაჟორულ-მინორული კილოური სისტემის აღსანიშნავადაც. მაჟორულ-მინორული სისტემის ტონალობა დამოკიდებულია სიმაღლებრივ მდგომარეობასა (შემდეგი ასოითი სისტემით - c, a, fis, h ან დო, ლა, ფა-დიეზი, სი და სხვა) და კილოზე (კილოურ გადახრაზე - dur, moll, შესაბამისად - მაჟორი, მინორი). ტონალობების მონაცვლეობას მოდულაცია ეწოდება. მოდულაციური მოძრაობა ქმნის მთელი მუსიკალური პიესის შემაკავშირებელ ტონალურ გეგმას, ამასთანავე გაბატონებულია ერთი ტოლანობა, რომელიც განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდებას (მაგ., ი. ს. ბახის ფანტაზია და ფუგა სოლ მინორი ორგანისათვის, მოცარტის სიმფონია დო მაჟორი).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება