ტომ ბომბადილის თავგადასავლები

ტომ ბომბადილის თავგადასავლები“ (ინგლ. The Adventures of Tom Bombadil) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლექსების კრებული, გამოცემული 1962 წელს. შეიცავს 16 ლექსს, რომელთა შორის ორი უკავშირდევა ტომ ბომბადილის თავგადასავლებს.

„ტომ ბომბადილის თავგადასავლები“
The Adventures of Tom Bombadil

ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
ილუსტრატორი პოლინ ბეინსი
გარეკანის მხატვარი პოლინ ბეინსი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი პოეზია
გამომცემელი George Allen & Unwin (ბრიტანეთი)
გამოცემის თარიღი 1962
წინამორბედი ბეჭდების მბრძანებელი
მომდევნო ხე და ფოთოლი

ისევე, როგორც „ბეჭდის საძმო“, ეს წიგნი ისე არის გადმოცემული, თითქოს დასავლური მხარის წითელი წიგნიდან იყოს ნათარგმნი. საგულისხმოა, რომ წიგნში წარმოდგენილია ბევრი საინტერესო მასალა შუახმელეთზე, რომელიც სხვაგან არსად არის შეტანილი. მაგალითად, ნახსენებია დოლ ამროთზე მდებარე ციხე-კოშკისა და გონდორის შვიდი მდინარის სახელები.

წიგნში ასო C-ს მაგიერ გამოიყენება K - თუკი საუბარი ეხება ამ ბგერის ჟღერადობას სინდარულ ენაზე.

2014 წელს გამოვიდა წიგნის ახალი, რედაქტირებული ვარიანტი.  ამ გამოცემას ახლავს რამდენიმე ლექსის ადრეული ვერსია და ლექსი „ერთ დროს“. 

ლექსები რედაქტირება

  • ტომ ბომბადილის თავგასავლები (The Adventures of Tom Bombadil)
  • ბომბადილი ნავით სეირნობს (Bombadil Goes Boating)
  • მოგზაურობა თავგადასავლების ძიებაში (Errantry)
  • პატარა პრინცესა მი (Little Princess Mee)
  • მთვარის კაცი გვიანობამდე იჯდა (The Man in the Moon Stayed Up Too Late)
  • მთვარის კაცი ადრეულად ჩამოფრინდა (The Man in the Moon Came Down Too Soon)
  • ქვის ტროლი (The Stone Troll)
  • პერი-უინკლი (Perry-the-Winkle)
  • მიულიპები (The Mewlips)
  • ოლიფანტი (Oliphaunt)
  • ფასტიტოკალონი (Fastitocalon)
  • კატა (Cat)
  • პა­ტარ­ძა­ლი-აჩრდილი (Shadow-Bride)
  • საცავი (The Hoard)
  • ზღვა გვიხმობს (The Sea-Bell)
  • უკანასკნელი გემი (The Last Ship)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება