ტომაჰავკი ტამაჰიკი, ტამაჰააკი (ალგონკინური) — ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ინდიელების დასარტყმელი სატყორცნი იარაღი (გახეხილი ქვის ხისტარიანი ნაჯახი). XVI-XVIII საუკუნეებში გავრცელდა პატარა ნაჯახის ან ჩუგლუგის ფორმის სპილენძისა და რკინის ტომაჰავკები. ინდიელთა წეს-ჩვეულებებში ტომაჰავკს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, წითლად შეღებილი ტომაჰავკი ომის გამოცხადების ან სამხრეთ კავშირში მიწვევის ნიშნად ითვლებოდა.

ტომაჰავკი

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება