ტოდორ ჟივკოვი (ბულგ. Тодор Живков; დ. 7 სექტემბერი, 1911 — გ. 5 აგვისტო, 1998) — ბულგარეთის კომუნისტური პარტის პირველი (1954-1981 ) და შემდეგ გენერალური მდივანი (1989 წლამდე).

ტოდორ ჟივკოვი
ტოდორ ჟივკოვი
ბულგარული კომუნისტური პარტის გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1954 – 10 ნოემბერი, 1989
წინამორბედივილკო ჩერვენკოვი
მემკვიდრეპეტარ მლადენოვი

ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ნოემბერი, 1962 – 7 ივლისი, 1971
წინამორბედიანტონ იუგოვი
მემკვიდრესტანკო ტოდოროვი

დაბადებული7სექტემბერი, 1911
პრავეცი, ბულგარეთი
გარდაცვლილი5 აგვისტო, 1998
სოფია, ბულგარეთი
პოლიტიკური პარტიაბულგარული კომუნისტური პარტია
მეუღლემარა მალეევა
შვილებივლადიმირი, ლიუდმილა

დაიბადა 1911 წელს გლეხის ოჯახში. 1928 წელს შეუერთდა ბულგარეთის ახალგაზრდათა კავშირს. მეორე მსოფლიო ომის დროს მონაძილეობდა ანტიფაშისტურ მოძრაობებში. 1948 წელს ბულგარული კომუნისტური პარტიის წევრი გახდა. 1954 წლიდან ბულგარეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანია. 1962-1971 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა.

ჟივკოვი ეწინააღმდეგებოდა მიხეილ გორბაჩოვის პერესტროიკას სსრკ-ში. 1989 წლის 10 ნოემბერს უსისხლო გადატრიალების შედეგად გადადგა თანამდებობიდან. 13 დეკემბერს ბულგარეთის კომპარტიამ გარიცხა თავისი რიგებიდან. კომპარტიამ გადაირქვა სახელი ეწოდე ბულგარეთის სოციალისტური პარტია და ერთი წლის შემდეგ მოიგო საპარლამენტო არჩევნები.

1990-1996 წლებში შინაპატიმრობაშია. გარდაიცვალა 1998 წელს პნევმონიის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: