ტოგო ჰეიჰაჩირო (იაპონ. 東郷 平八郎; დ. 27 იანვარი, 1848, კაგოსიმა — გ. 30 მაისი, 1934, ტოკიო) — იაპონელი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე. ფლოტის ადმირალი და იაპონიის იმპერიის მარშალი. იაპონიის გაერთიანებული ფლოტის მეთაური 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომის დროს.

ტოგო ჰეიჰაჩირო

დაიბადა 1848 წელს საცუმის პროვინციის ქალაქ კაგოსიმაში (ამჟამად კაგოსიმის პრეფექტურა). 1871 წელს შევიდა ტოკიოს საზღვაო სასწავლებელში, საიდანაც 1872 წელს 11 კადეტთან ერთად სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გააგზავნეს, სადაც 7 წელი იმყოფებოდა.

1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. ცუსიმის ბრძოლაში რუსეთის ბალტიის ფლოტი გაანადგურა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება