ტობიას მაიკლ კარელ ასერი (ინგლ. Tobias Michael Carel Asser დ. 28 აპრილი, 1838 - 29 ივლისი, 1913), ნიდერლანდელი იურისტი, ებრაული წარმოშობით. 1911 წელს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის განმტკიცებისთვის (გაიზიარა ალფრედ ფრიდთან) თავისი შრომისთვის საერთაშორისო კერძო სამართლის კუთხით და ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციებზე (HCCH) დამსახურებული მიღწევებისთვის.

ტობიას ასერი
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1938
ამსტერდამი, ნიდერლანდები
გარდაცვალების თარიღი 29 ივლისი,1913
ჰააგა, ნიდერლანდები
ეროვნება ნიდერლანდელი
საქმიანობა იურისტი
მეუღლე(ები) იოანა ერნესტინა ასერი
ჯილდოები ნობელის პრემია, 1911

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ამსტერდამში ტრადიციულ (იურიდიული კუთხით) ოჯახში, მამა და ბაბუა საკმაოდ ცნობილი იურისტები იყვნენ, ბიძა კი ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა. ახალგაზრდა ასერმა, მოიგო შეჯობრი 1857 წელს თავისი თეზისით იდეა ეკონომიკურ ღირებულებაზე . ეს მიღწევა მისი ადრეული წარმატების შესაძლებლობას იძლეოდა ბიზნეს კარიერისთვის, მაგრამ მან აზრი შეიცვალა და სწავლა განაგრძო ამსტერდამში, სამართლის მიმართულებით. 1860 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი, 21 წლის ასაკში. ამავე წელს, ნიდერლანდების მთავრობამ აიყვანა იგი საერთაშორისო კომისიის წევრად.

ასერს იურიდიული მიმართულებით მცირე პრაქტიკა ჰქონდა, უფრო მეტად ცხოვრება დაუკავშირა სწავლებას და პოლიტიკას. 1862 წელს დაიკავა მასწავლებლის პოზიცია Athenaeum-ში, როგორც კერძო სამართლის ლექტორი. 1876 წელს, როდესაც ინსტიტუტი გადაკეთდა ამსტერდამის უნივერსიტეტად, მან განაგრძო საერთაშორისო და კომერციული სამართლის პროფესორად მუშაობა უნივერსიტეტში.

პოლიტიკური ასპარეზი რედაქტირება

ასერი, ასევე, პრაქტიკულად მონაწილეობდა პოლიტიკურ და საერთაშორისო საკითხებში. მას ეკავა ოფიციალური მრჩევლის პოზიცია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში 1875 წელს. გახდა სახელმწიფო საბჭოს წევრი, რაც მთავრობის უმაღლეს ადმინისტრაციულ ფიგურას წარმოადგენდა. მსახურობდა საერთაშორისო სამართლის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელად 1898 წლის დასაწყისში. წარმოადგენდა თავისი ქვეყნის დელეგაციას ჰააგის 1899 და 1907 წლების მშვიდობის კონფერენციებზე. 1904 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იკავებდა მინისტრის თანამდებობას.

მოღვაწეობა რედაქტირება

ადრეულ სამეცნიერო კარიერის პერიოდში ასერი გადაერთო საერთაშორისო სამართლის პრობლემებზე, და თავი მიუძღვნა საერთაშორისო კერძო კანონს. ამ მიმართულებით მან სწრაფად დაიკავა ლიდერის პოზიცია. ერებს შორის კონფლიქტების სამართლებრივად მოგვარებისთვის საუკეთესო გამოსავლად, საერთაშორისო კონფერენციებს მიიჩნევდა. ის წარადგინა ნიდერლანდების მთავრობამ ევროპული ძალების რამდენიმე კონფერენციაზე, საერთაშორისო კერძო კანონის კოდიფიცირებაზე სამუშაოდ. 1893-1894 წლებში ასერი თავმჯდომარეობდა ჰააგაში გამართულ კონფერენციებს. ასევე თავმჯდომარეობდა 1900 და 1904 წლის კონფერენციებს, რომლის შედეგად რამდენიმე საერთაშორისო საოჯახო სამართლის საკითხები გადაწყდა, მათ შორის ქორწინების, განქორწინების, სამართლებრივი გაყრის და მეურვეობის საკითხების ირგვლივ.

ასერს საერთაშორისო კანონის მიმართ ინტერესმა უბიძგა, ბელგიელ გუსტავ როლინ ჯეიკუიმენსთან და ინგლისელ ჯონ ვესტლეიკთან ერთად დაეფუძნებინა ჟურნალი საერთაშორისო კანონის შესახებ სახელწოდებით - Revue de droit international et de législation comparée, 1869 წელს. ოთხი წლის შემდეგ ასერი იყო ერთ-ერთი, ვინც როლინ-ჯეიკუიმენსმა მიიწვია პატარა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართა გენტში და საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის შექმნას, ორგანიზაციის, რომელსაც მოგვიანებით ასერი ჩაუდგა სათავეში. აქტიური სამუშაო მიმდინარეობდა საერთაშორისო სამართლის აკადემიის შექმნისთვის, ასერი გარდაიცვალა, ვიდრე აკადემია რეალობად იქცეოდა 1923 წელს, ჰააგაში.

ასერის შრომების მთავარი ნაწილი შეეხებოდა იურიდიულ ლიტერატურას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომეებია Schets van het internationaal Privatrecht (1877) და Schets van het Nederlandsche Handelsrecht (1904).

ასერი იყო შესანიშნავი ლინგვისტი. ეფექტურად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს, როგორც მშობლიურ ნიდერლანდურ ენას. მისი სამეცნიერო საქმიანობისთვის მიენიჭა საპატიო ხარისხები ედინბურგის, კემბრიჯის, ბოლონიის და ბერლინის უნივერსიტეტების მიერ. ჰააგაში მდებარე მშვიდობის სასახლის საერთაშორისო სამართლის ბიბლიოთეკას, რომელშიც მან თავი მოუყარა ოცი სხვადასხვა ქვეყნის იურიდიულ ლიტერატურას, ,,ასერის კოლექციას" უწოდებენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Asser, Tobias M.C., La Convention de La Haye du 14 novembre 1896 relative à la procédure civile. Haarlem, Bohn, 1901.
  • Asser, Tobias M.C., Schets van het Internationaal Privantrecht. Haarlem, Bohn, 1877.
  • Asser, Tobias M.C., Schets van het Nederlandsche Handelsrecht. Haarlem, Bohn, 1904.
  • Asser, Tobias M.C., Studiën op het Gebied van Recht en Staat (1858-1888). Haarlem, Bohn, 1889.

Encyclopaedia Judaica.

  • «Der Nobelpreis 1911», in Die Friedens-Warte, 13 (December, 1911) 373-374.
  • «T.M.C. Asser », in American Journal of International Law, 8 (1914) 343-344.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება