ტობერკარი (ინგლ. Tubbercurry ან Tobercurry[2]; ირლ. Tobar an Choire, „ცირკის ჭა“) — ქალაქი ირლანდიაში, მდებარეობს სლაიგოს საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. სლაიგოს შემდეგ არის საგრაფოს სიდიდითა და მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი. ტობერკარის მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს პოლონური თემი შეადგენს, რომელიც ადგილობრივ სამრეწველო და სავაჭრო ობიექტებშია დასაქმებული.

ქალაქი
ტობერკარი
Tobar an Choire

ქუჩა ტობერკარში
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია კონაქტი
საგრაფო სლაიგო
კოორდინატები 54.05059°00′00″ ჩ. გ. 8.73333°00′00″ დ. გ. / 54.05059° ჩ. გ. 8.73333° დ. გ. / 54.05059; -8.73333
ფართობი 2.26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 92
მოსახლეობა 2307 კაცი (2022[1])
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.tubbercurry.ie
ტობერკარი — ირლანდიის რესპუბლიკა
ტობერკარი

პირველად ტობერკარი ისტორიულ წყაროებში 1397 წელს მოიხსენიება, როდესაც ამ მიდამოებში ო'კონორების კლანის ორ ოჯახს შორის გაიმართა ბრძოლა.

ქალაქი, მიუხედავად თავისი მცირე ზომისა, დასავლეთ ირლანდიაში გამორჩეულია ღამის ცხოვრებით. აქ არის რამდენიმე ბარი, რესტორანი და ტრადიციული ირლანდიული ლუდხანა.

2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 747 ადამიანს შეადგენდა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Interactive Data Visualisations: Towns: Tubbercurry. Census 2022. Central Statistics Office. ციტირების თარიღი: 12 December 2023
  2. Placenames Database of Ireland