ტიურინგის პრემია (ინგლ. Turing Award) — ყოველწლიური ჯილდო დაწესებული გამოთვლითი ტექნიკის ასოციაციის (ინგლ. Association for Computing Machinery) მიერ. პრემია ენიჭება პიროვნებას „კომპიუტერულ საზოგადოებაში შეტანილი ტექნიკური ხასიათის წვლილისთვის“. გათვალისწინებულია, რომ „წვლილი უნდა იყოს ხანგრძლივი და ძირითადი ტექნიკური მნიშვნელობისა კომპიუტერულ დარგში“.[1] ტიურინგის პრემია ცნობილია როგორც „უმაღლესი ღირსება ინფორმატიკაში“[2][3] და „კომპიუტერული ტექნოლოგიის ნობელის პრემია“.[4][5]

ტიურინგის პრემია

სტივენ კეტლის მიერ დამზადებული ალან ტიურინგის ფიქლის ქანდაკება ბლეტჩლის პარკში
ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის ინფორმატიკაში
წარადგენს გამოთვლითი ტექნიკის ასოციაცია
ქვეყანა აშშ
პირველად გადაეცა 1966
ბოლოს გადაეცა 2015
amturing.acm.org

პრემიას სახელი დაერქვა ცნობილი ინგლისელი მათემატიკოსისა და ინფორმატიკოსის, ალან ტიურინგის პატივსაცემად. ტიურინგი ცნობილია, როგორც თეორიული ინფორმატიკისა და ხელოვნური ინტელექტის მამამთავარი.[6] 2007 წლიდან 2013 წლამდე, ინტელისა და გუგლის ფინანსური მხარდაჭერით, პრემიას თან ახლდა ჯილდო 250 000 ამერიკული დოლარის ოდენობით,[1] ხოლო 2014 წლიდან, Google-ის მხარდაჭერით,[7] საპრიზო თანხა ერთ მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 A. M. Turing Award. ACM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-12. ციტირების თარიღი: 2007-11-05.
  2. Dasgupta, Sanjoy; Papadimitriou, Christos; Vazirani, Umesh (2008) Algorithms. McGraw-Hill. ISBN 978-0-07-352340-8. , p. 317.
  3. Bibliography of Turing Award lectures დაარქივებული 2015-01-02 საიტზე Wayback Machine. , DBLP
  4. Steven Geringer. (27 July 2007) ACM'S Turing Award Prize Raised To $250,000. ACM press release. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-30. ციტირების თარიღი: 2008-10-16.
  5. See also: Brown, Bob. (June 6, 2011) Why there's no Nobel Prize in Computing. Network World. ციტირების თარიღი: June 3, 2015.
  6. Homer, Steven and Alan L. (2001). Computability and Complexity Theory. Springer via Google Books limited view, გვ. 35. ISBN 0-387-95055-9. ციტირების თარიღი: 2007-11-05. 
  7. ACM's Turing Award Prize Raised to $1 Million. ACM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2014-11-13.
  8. Cacm Staff (2014). „ACM's Turing Award prize raised to $1 million“. Communications of the ACM. 57 (12): 20. doi:10.1145/2685372.