ტიუბინგი (ინგლ. tubing, tube-სგან „მილი“) — მიწისქვეშა ნაგებობების (მაღარო, გვირაბი და სხვა) საშენი ასაწყობი სეგმენტი. ყველაზე მეტად გავრცელებულია გვირაბის კედლების ამოსაფენი (სამაგრი) ტიუბინგები, ჩვეულებრივ წრიული ფორმის. ტიუბინგებს ამზადებენ მეტალისგან (თუჯი, ფოლადი) და რკინა-ბეტონი:რკინა-ბეტონისგან.

ტიუბინგები გამოიყენება მეტროს მშენებლობისას, გადასარბენ და საესკალატორო გვირაბებში.


ლიტერატურა რედაქტირება

  • Тюбинг // Энциклопедия Криворожья. В 2 т. Т. 2. Л – Я : [укр.] / сост. В. Ф. Бухтияров. — Кривой Рог : Явва, 2005. — С. 616.