იაკოპო რობუსტი (მსოფლიო ტინტორეტოს (Tintoretto) სახელით იცნობს, Tintore იტალიურად ნიშნავს მღებავს; დ. 29 სექტემბერი, 1518, ვენეცია — გ. 31 მაისი, 1594, იქვე) — გვიანი აღორძინების ხანის იტალიელი ფერმწერი, შუქ–ჩრდილის ოსტატი.

ტინტორეტოს „ქრისტეს ფეხთაბანის სცენა“, 1548–1549 წ. პრადოს მუზეუმი

უცნაური ხერხი ნამუშევრების შესაქმნელად რედაქტირება

ტინტორეტო გატაცებით იკვლევდა განათების პრობლემებს მხატვრობაში. იგი იყენებდა უცნაურ ხერხს — ცვილისაგან პატარა ფიგურებს აქანდაკებდა, შემდეგ მათ მუყაოსგან დამზადებულ ოთახის მაკეტში ათავსებდა ჩაფიქრებული კომპოზიციის შესაბამისად. კედლებში დატანებული ნახვრეტებიდან ანათებდა ოთახს და გულმოდგინედ აკვირდებოდა ამგვარი განათებით მიღწეულ შუქჩრდილის ეფექტს,რათა შემდგომ ტილოზე გადაეტანა იგი. ასე აღწევდა ტინტორეტო უცნაური და მეტყველი განათების დააჯერებელ შთაბეჭდილებას თავის ფერწერულ ნამუშევრებში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Butterfield, Andrew (2007-04-26). „Brush with Genius“. New York Review of Books. NYREV, Inc. 54 (7). ციტირების თარიღი: 2007-04-18.
  • Carlo Ridolfi, La Vita di Giacopo Robusti (A Life of Tintoretto) 1642
  • Tintoretto, and Pierluigi De Vecchi. 1970. L'opera completa del Tintoretto. Milano: Rizzoli.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: