ტინდარისის ბრძოლა

ტინდარისის ბრძოლა
პირველი პუნიკური ომი ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 257
მდებარეობა ტინდარისი, სიცილია
შედეგი რომის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა კართაგენი
მეთაურები
გაიუს ატილიუს რეგულუსი უცნობია

ტინდარისის ბრძოლარომისა და კართაგენს შორის პირველი პუნიკური ომის დროს მომხდარი ერთ-ერთი საზღვაო ბრძოლა. იგი გაიმართა სიცილიის ჩრდილოეთ ნაპირებთან, ქალაქ ტინდარისთან.

გაიუს ატილიუსი რომაული ფლოტით ქალაქ ტინდარისის ნავთსადგურში იდგა. მან დაინახა უწესრიგოდ მიმავალი კართაგენული ფლოტი. იგი დაედევნა მტრის ფლოტს, თვითონ კი 10 გემით წინ წავიდა, სანამ დანარჩენი გემები ნავსადგურიდან გამოდიოდნენ. როდესაც ეს კართაგენელებმა დაინახეს, შემობრუნდნენ, გარს შემოეხვივნენ ათ გემს და თითქმის ყველა ჩაძირეს, კინაღამ კონსულის გემიც ხელში ჩაიგდეს, რომელმაც სასწაულებრივ დაახწია დაღუპვას თავი, სწრაფმავალობის და კარგი მენიჩბეების წყალობით. ამასობაში დანარჩენი რომაული ფლოტი მოვიდა შემთხვევის ადგილზე. რომაელებმა 8 გემი ჩაძირეს, 10 ტყვეთ ჩაიგდეს, კართაგენის დანარჩენმა ფლოტმა ლიპარებს შეაფარა თავი.

ამ ბრძოლაში წარმატებას ორივე მხარე ითვისებდა. ამის გარდა მეტოქეები კიდევ უფრო დააფიქრა ფლოტის სტრუქტურაზე, რომლითაც შეძლებდა ზღვაზე გაბატონებას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება