ტინამუსებრნი (ლათ. Tinamidae) — ფრინველთა ოჯახი ტინამუსნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 ქვერიგის 9 გვარის 47 თანამედროვე და 5-მდე ამომწყდარ სახეობას. გავრცელებულნი არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ადიან ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე. მათი სხეულის სიგრძე 14–49 (20–53[1]) სმ, მასა 200 გ–1,5 (43 გ–1,8 კგ[1]) კგ აღწევს. გააჩნიათ ძლიერი ფეხები, რომელთა საშუალებითაც სწრაფად დარბიან. იშვიათად ფრენენ. სანადირო ობიექტები არიან. კვერცხებს ზოგიერთი სახეობა პირდაპირ მიწაზე დებს, ზოგიც — ბუდეში; კვერცხები სხვადასხვა ფერისაა. ინკუბაცია 19–20 დღე-ღამე გრძელდება.

ტინამუსებრნი

ქოჩრიანი ტინამუ (Eudromia elegans)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tinamidae (G. R. Gray, 1840)

გვარები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 720.