ტიმოთი უილიამ ბარტონი (ინგლ. Timothy William Burton; შემოკლებით ტიმ ბარტონი; დ. 25 აგვისტო, 1958, ბერბანკი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, ანიმატორი და მწერალი-სცენარისტი. თანამედროვე სანახაობითი კინოს ოსტატი, საკუთარ ნაწარმოებებში შავ იუმორსა და მაკაბრულ ელემენტებს იყენებს. მის ფილმებში ხშირად თამაშობს ჯონი დეპი.

ტიმ ბარტონი

კინორეჟისორი, ანიმატორი, მწერალი-სცენარისტი
მშობლიური სახელი Tim Burton
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1958 (1958-08-25) (65 წლის)
ბერბანკი, კალიფორნია
საქმიანობა რეჟისორი
მეუღლე(ები) ჰელენა ბონემ კარტერი (2001-2014)

ბიოგრაფია რედაქტირება

ბარტონმა კარიერა დაიწყო, როგორც დისნეის სტუდიის ანიმატორმა. სარეჟისორო დებიუტი შედგა 1985 წელს ფილმით „პი-ვის დიდი თავგადასავალი“, რასაც 1988 წელს მოჰყვა „ბიტლჯუსი“. 1980-იანების ბოლოს გადაიღო ორი ფილმი სუპერგმირ ბეტმენის შესახებ: „ბეტმენი“ (1989) და „ბეტმენი ბრუნდება“ (1992). 1991 წელს გადაიღო „მაკრატელისხელება ედვარდი“, რომელიც წარმოადგენდა გოთიკურ სტილში გადაღებულ სასიყვარულო ისტორიას. იყო პროდიუსერი 1993 წელს გამოსული ფილმისა „კოშმარი შობის წინ“, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1994 წელს გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „ედ ვუდი“. 1996 წელს გადაიღო სამეცნიერო-ფანტასტიკა „მარსი გვიტევს!“, რომელიც საკულტო კლასიკად იქცა. 1999 წელს გადაიღო გოთიკური ჰორორ ფილმი „მთვლემარე სიცარიელე“. 2001 წელს გადაიღო „მაიმუნების პლანეტის“ რიმეიკი. 2003 წელს გადაიღო ფილმი „დიდი თევზი“,. რასაც მოჰყვა „პატარძალი-გვამი“ და „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ 2005 წელს. 2007 წელს გადაიღო მიუზიკლი „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“, 2010 წელს გადაიღო 3D ფილმი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ხოლო 2012 წელს — „ფრანკენუინი“. 2014 წელს გადაიღო ფილმი „დიდი თვალები“. ბარტონის მომავალი ფილმებია „მისს პერეგრინის უცნაური ბავშვების სახლი“ (2016) და „ბიტლჯუს 2“ (2017).

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ფილმი რეჟისორი პროდიუსერი სცენარის ავტორი
1982 ვინსენტი
 Y
 Y
1984 ფრანკენუინი
 Y
 Y
1985 პი-ვის დიდი თავგადასავალი
 Y
1988 ბიტლჯუსი
 Y
1989 ბეტმენი
 Y
1990 მაკრატელისხელება ედვარდი
 Y
 Y
 Y
1992 ბეტმენი ბრუნდება
 Y
 Y
1993 კოშმარი შობის წინ
 Y
 Y
1994 იუნგა
 Y
ედ ვუდი
 Y
 Y
1995 ბეტმენი სამუდამოდ
 Y
1996 ჯეიმზი და გიგანტური ატამი
 Y
მარსი გვიტევს!
 Y
 Y
1999 მთვლემარე ხეობა
 Y
2001 მაიმუნების პლანეტა
 Y
2003 დიდი თევზი
 Y
2005 ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
 Y
პატარძალი-გვამი
 Y
 Y
2007 სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან
 Y
2009 9
 Y
2010 ალისა საოცრებათა ქვეყანაში
 Y
2012 ბნელი ჩრდილები
 Y
აბრაჰამ ლინკოლნი: ვამპირებზე მონადირე
 Y
ფრანკენუინი
 Y
 Y
 Y
2014 დიდი თვალები
 Y
 Y
2016 ალისა საოცრებათა ქვეყანაში: სარკის გავლით
 Y
მისს პერეგრინის უცნაური უცნაური ბავშვების სახლი
 Y

ანიმატორი რედაქტირება

  • მელა და ძაღლი არ არის მითითებული (1981) - დამატებითი ანიმატორი, პერსონაჟი ’’ვიქსი’’
  • ტრონი არ არის მითითებული (1982)
  • შავი კარდალა (არ გამოიყენეს მის მიერ შექმნილი ფონები) არ არის მითითებული, (1985)

პროდიუსერი რედაქტირება

როგორც მიწვეული სტუმარი რედაქტირება

ინტერნეტ-ანიმაცია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება