ტიმონ ათენელი — (ტიმონ ათენელის ცხოვრება) უილიამ შექსპირის პიესა, სავარაუდოდ შექმნილი ტომას მიდლტონთან ერთად, დაახლოებით 1605–1606 წლებში, გამოქვეყნდა 1623 წელს. ნაწარმოები არის კლასიკური ათენის მომავლის შესახებ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელი, რომელიც გამომდინარეობს ფილოსოფოს ტიმონ ფლიუნტელის სახელიდან. მთავარი პერსონაჟი, ათენის მოქალაქე, სახელგანთქმული ოჯახის შვილია. მისი ცხოვრება მთლიანადაა დამოკიდებული უმდიდრეს მემკვიდრეობაზე და მისი ყოველი ცდა გამდიდრებისკენაა მიმართული.

ილუსტრაცია შექსპირის თხზულებებიდან, McLoughlin Bros., 1890

1674 წელს ნაწარმოები პირველად დაიდგა, როდესაც თმას შედუელმა საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა სახელით კაცთმოძულე ტიმონ ათენელის ცხოვრება[1] პიესის ახლებური დადგმების რიცხვმა განსაკუთრებით იმატა მომდევნო საუკუნეში, ისეთ მწერლები როგორებიც იყვნენ თომას ჰული, ჯეიმზ ლავი და რიჩარდ კამბერლენდი.[2] სრულად შექსპირისეული ვერსია დაიდგა 1761 წელს სმოქ ელაიში, რომელიც მდებარეობს დუბლინში, თუმცა მისი ადაპტირებული ვერსიები XX საუკუნემდე დომინირებდნენ თეატრის სცენებზე.[3][4]

ტიმონ ათენელი თავდაპირველად მიიჩნეოდა როგორც შექქპირის ტრაგედია და შედიოდა მათ სიაში, თუმცა შემდგომ ის შექსპირის პუბლიცისტურ ნაწარმოებთა სიაში აღმოჩნდა.[5][6][7]

შინაარსი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დასაწყისში ტიმონი მდიდარი და გულუხვი ათენელია. ის აწყობს გრანდიოზულ ბანკეტს, რომელსაც თითმის ყველა მთავარი პერსონაჟი ესწრება. ტიმონი ფულს გულუხვად და უანგაროდ გასცემს, ყველას სურს რომ მისგან მეტი მიიღოს და ამას თხოვენ კიდეც, გარდა ერთი პერსონაჟისა. აპემანტო (apemantus) უხეში, ბოროტი ფილოსოფოსია რომლის ცინიზმსაც ტიმონი ვერ ეგუება. ის იღებს ხელოვნების ნიმუშებს მხატვრებისა და პოეტებისგან, ძვირფასეულობას ოქრომჭედლისგან, მაგრამ პირველი მოქმედების დასასრულისათვის, ის ყველაფერს გადასცემს ერთ-ერთ მეგობარს. ტიმონის მსახური, ლუციუსი, ცდილობს დაუახლოვდეს მოხუცი ათენელის ქალიშვილს. მამაკაცი ბრაზდება, თუმცა ტიმონი ქორწილის სანაცვლოდ მას დიდ თანხას სთავაზობს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია მსახურის ბედნიერება. ტიმონს უთხრეს, რომ მისი მეგობარი, ვენტიდე (ventidus) მევალემ ციხეში გამოკეტა . ის აგზავნის ფულს ვენტიდესთან რათა მან დაფაროს ვალი, ვინტიდუსი მალე განთავისუფლდება და შეუერთდება ბანკეტს, რომელზეც ტიმონი სიტყვით გამოვა და მეგობრობის შესახებ ისაუბრებს. წვეულების სტუმრებს სახეები მასკებით აქვთ დაფარული, და მუსიკის თანხლებით ცეკვავენ. როდესაც ბანკეტი სრულდება, ტიმონი აგრძელებს მეგობრებისათვის საჩუქრების გადაცემას, მათ შორის ერთ-ერთს ცხენსაც კი ჩუქნის. პიესა გაყოფილია ორ მთავარ მოქმედებად. უნიკალური ხასიათის გამო მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის არსად წყდება ხუთი მოქმედების განმავლობაში.

 
ტიმონი მიმართავს საზოგადოებას (ტიმონ ათონელი, მოქმედება IV, სცენა I)

ტიმონი მთელ თავის სიმდიდრესა და ქონებას გასცემს. ფლავიუსი, ტიმონის სტიუარდი, უხასიათოდაა ამ ყველაფრის შემყურე. ტომონის გულუხვობით გათამამებული მეფობრები მსახურები თუ ახლობლები ცდილობენ დაეპატრონონ მის ქონებას. ამას ფლავიუსი დეტალურად ეტყვის ნადირობიდან დაბრუნებულ ტიმონს, რომელიც განაწყენდება, რადგან ამის შესახებ აქამდე არ ამცნეს და გაბრაზებული ფლავიუსზე იყრის ჯავრს, ის კი ეტყვის, რომ დაიღალა ბოლო დროის სტატიკურობითა და წარუმატებლობით და ახლა დროა ყველაფერს თავი დაანებოს. ტიმონის მიწები გაიყიდა. ტიმონის ბანკეტის გამორჩეული სტუმარია ცინიკოსი ფილოსოფოსი აპემანტი, რომელიც ცდილობს დაატეროროს წვეულების სტუმრები საკუთარი შენიღბული საუბრითა და იუმორით. ის არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც არ იღებს შემოწირულობასა და საჩუქრებს ტიმონისაგან. სულელების გარემოცვაში, ის უტევს ტიმონს და ესაუბრება ფინანსების არარსებობის შესახებ და გამოავლენს ფაქტს, რომ ტიმონს არ შეუძლია ხელფასების გადახდა. ტიმონი აგზავნის მოსამსახურეებს რათა მათ ამცნონ მის საუკეთესო მეგობრებს ფაქტის შესახებ და დაეხმარონ მას.

ტიმონის მოსამსახურეები უკან უარით ბრუნდებიან, ყველა მეგობარმა, რომელიც მას ჰყავდა მნიშვნელოვან მომენტში მას ზურგი აქცია. ორმა მათგანმა საყვედურითაც კი გაისტუმრა მისული მაცნე. სხვათა შორის, ალკიბიადეს ერთ-ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა განსაკუთრებული ძალადობაც კი გამოავლინა და ცხელ გულზე შიკრიკი მოკლა. ალკიბიადე სენატს თხოვნით მიმართავს, ეკამათება, რომ ეს დანაშაული არ იყო გამიზნული და მკვლელი მხოლოდ გარემო პირობებმა აიძულა ჩაედინა დანაშაული. სენატორები არ დაეთანხმნენ მას, და დამნაშავე სამუდამო პატიმრობით დასაჯეს. ალკიბიადეს შურისძიების სურვილი იპყრობს. მოქმედება სრულდება დიალოგით ტიმონსა და მის მოსამსახურეს შორის, რომლებიც მოსალოდნელ შურისძიებაზე საუბრობენ.

ტიმონი ხელახლა აწყობს მსგავს წვეულებას, მხოლოდ მათთვის განკუთვნილს, ვინც უღალატა მას. მსახურები შემოიტანენ საჭმელს, თუმცა მოღალატე მეგობრები აღმოაჩენენ, რომ ეს მხოლოდ ქვები და შემთბარი წყალია. ტიმონი გადაასხამს მათ წყალს, ესვრის „საჭმელს“ და შემდეგ ტოვებს სახლს. ერთგული ფლავიუსი კი გადაწყვიტავ იპოვნოს ის.

გასცდება რა ქალაქის კედლებს, ტიმონი ველურ ბუნებაში მიდის სადაც იპოვნის გამოქვაბულში და ფესვებით ბინას გააკეთებს. აქ ის ოქროს უძველეს საბადოს აღმოაჩენს. მისი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მალევე ვრცელდება და ყველა ამაზე იწყებს საუბარს. ალკიბიადე, აპემანტე და სამი ყაჩაღი ტიმონს მანამ აღმოაჩენენ სანამ ამას ერთგული ფლავიუსი იზამს. ტიმონმა მათ შესთავაზა ოქროს დიდი ნაწილი რათა მათ მხარდაჭერა მიეღო საუთარი მიზნის განსახორციელებლად რომელიც მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, მას სურდა გაენადგურებინა ქალაქი რომელშიც აქამდე ცხოვრობდა ქალები რომლებიც აკლიბიადეს ახლდნენ დაავადებულნი იყვნენ და გეგმის თანახმად მათ ეს ავადმყოფობა ქალაქში უნდა გაევრცელებინათ. ფულის დიდი ნაწილი მათ გადასცა დანარჩენი კი მხატვარსა და პოეტს რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ. როდესაც აპემაანტე გამოჩნდა მან გამოავლინა კიდეც საკუთარი პესიმისტური დამოკიდებულება და დაიწყო მიზანტროპული მოლაპარაკება.

ამასობაში ფლავიუსიც გამოჩნდება. მას სხვების მსგავსად სურს ოქრო, თუმცა მას ამასთან სურს ტიმონის საზოგადოებაში დაბრუნება. ტიმონი გააცნობიერებს რომ მას მხოლოდ ერთი ნამდვილი მეგობარი ჰყავს ფლავიუსის სახით, დაავადებული და ბინძური საზოგადოების წევრი, რომელიც ახლოსაც არ არის მოსამსახურეობასთან. მან მოიწვია ათენიდან ხალხი, რომელთაც სურდათ დალაგებულიყო ურთიერთობა აკლიბიადესა და ტიმონს შორის. ტიმონი საბოლოოდ ველურ ბუნებაშ კვდება. მოქმედების დასასრულს აკლიბიადე ქალაქის ქუჩებში გაივლის, ხელთათმანებს ისვრის და კითხულობს საფლავის ეპიტაფიას რომელიც ტიმონმა თავისთვის დაწერა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (2004) The Life of Timon of Athens, The Oxford Shakespeare. Oxford: Oxford University Press, გვ. 89. ISBN 9780199537440. 
  2. (2008) Timon of Athens, The Arden Shakespeare, Third Series. London: Cengage Learning, გვ. 109–116. ISBN 9781903436974. 
  3. (2004) The Life of Timon of Athens, The Oxford Shakespeare. Oxford: Oxford University Press, გვ. 93. ISBN 9780199537440. 
  4. (2008) Timon of Athens, The Arden Shakespeare, Third Series. London: Cengage Learning, გვ. 112. ISBN 9781903436974. 
  5. Catherine M. S. Alexander (16 July 2009). The Cambridge Companion to Shakespeare's Last Plays. Cambridge University Press, გვ. 5–. ISBN 978-0-521-88178-4. 
  6. Draper, John W. (1934). „The Theme of "Timon of Athens"“. The Modern Language Review. 29 (1): 20. doi:10.2307/3716059. ISSN 0026-7937.
  7. Draper, John W. "SUBJECTIVE CONFLICT IN SHAKESPEAREAN TRAGEDY." Neuphilologische Mitteilungen 61.2 (1960): 214-221.