ტიბო ნიკოლა მარკ კურტუა (ფრანგ. Thibaut Nicolas Marc Courtois; დ. 11 მაისი, 1992) — ბელგიელი ფეხბურთელი, პოზიციით მეკარე, „რეალ მადრიდის“ წევრი. 2013-2014 წლებში ლონდონის „ჩელსიდან“ იჯარის წესით განათხოვრებული იყო ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ მადრიდის „ატლეტიკოში“. ასევე არის ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე.

ტიბო კურტუა
Thibaut Courtois
კურტუა ბელგიის ნაკრებში 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტიბო ნიკოლა მარკ კურტუა[1]
დაბადების
თარიღი
11 მაისი, 1992 (1992-05-11) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ბრე, ბელგიის დროშა ბელგია
სიმაღლე 200 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1997–1999 ბილზენი
1999–2009 გენკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2011 გენკი 41 (0)
2011-2018 ჩელსი 126 (0)
2011-2014ატლეტიკო მადრიდი
(იჯარით)
111 (0)
2018- რეალ მადრიდი 135 (0)
ეროვნული ნაკრები
2009–2010 ბელგია 18 წლ. 4 (0)
2011– ბელგია 94 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 მაისი, 2022
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2021

მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, კურტუა მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ.[3][4] 2012-2013 წლების სეზონში მან მოიგო რიკარდო ზამორას ტროფი „ატლეტიკოსთან“ ერთად.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ადრეული კარიერა რედაქტირება

ტიბო კურტუა დაიბადა ბრეში, ბელგიაში. კარიერა დაიწყო ადგილობრივ კლუბ „ბილზენში“,[5] სადაც თავდაპირველად თამაშობდა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მალე, 1999 წელს ის შეუერთდა „გენკს“ 7 წლის ასაკში და ის გადაიყვანეს მეკარის პოზიციაზე.

გენკი რედაქტირება

 
კურტუა „გენკში“ 2010-2011 წლების სეზონში

„გენკის“ ახალგაზრდულ გუნდში წარმატებული თამაშის შემდეგ, კურტუას დებიუტი შედგა მთავარ გუნდში „გენტთან“ მატჩში 2009 წლის 17 აპრილს, როცა ის იყო 16 წლის და 341 დღის. ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, როცა „გენკმა“ მოიგო ბელგიის ჩემპიონატი 2010-2011 წლების სეზონში. მან მიიღო წლის მეკარის და „გენკის“ წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო. იმ სეზონში მან 40 მატჩში გაუშვა მხოლოდ 32 გოლი, 14 მატჩში კარი მშრალად შეინახა.[6][7]

ჩელსი რედაქტირება

2011 წლის ივლისში კურტუა შეუერთდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ჩელსის“. კლუბთან გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი.[8][9]

იჯარით ატლეტიკო მადრიდში რედაქტირება

 
კურტუა თამაშობს „ატლეტიკო მადრიდში“ 2013 წელს.

„ჩელსიში“ გადასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, კურტუა იჯარით გაუშვეს ლა ლიგის კლუბ „ატლეტიკო მადრიდში“.[10] „ატლეტიკო მადრიდში“ კურტუას გადაეცა 13 ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე ატარებდა დავიდ დე ხეა, სანამ გადავიდოდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2011 წლის ივნისში.[11]

კურტუას დებიუტი „ატლეტიკო მადრიდში“ შედგა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ვიტორია გიმარაეშის“ წინააღმდეგ,[12] რის შემდეგაც შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაშიც „ოსასუნასთან“ ფრედ, 0-0 დასრულებულ მატჩში. კურტუა გახდა გუნდის პირველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგის პირველ ექვს მატჩში კარი მშრალად შეინახა.[13][14][15][16][17] 2011 წლის 26 ნოემბერს, კურტუამ მიიღო პირველი წითელი ბარათი მის პროფესიონალურ კარიერაში მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ქარიმ ბენზემას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, სადაც მისი კლუბი დამარცხდა მადრიდულ დერბიში, ანგარიშით 4-1. „ატლეტიკომ“ მიაღწია უეფა-ს ევროპის ლიგის ფინალამდე 2012 წელს, სადაც კურტუამ მშრალად შეინახა კარი ბილბაოს „ატლეტიკთან“ 3-0 მოგებულ მატჩში.[18]

კურტუას იჯარა „ატლეტიკოში“ გაგრძელდა 2012-2013 წლების სეზონში.[19] იჯარის ვადის გახანგრძილვების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა მის მფლობელ კლუბ „ჩელსისთან“ უეფა-ს სუპერთასის მატჩში მონაკოში, რომელიც დასრულდა 4-1, „ატლეტიკოს“ გამარჯვებით. მოგვიანებით კურტუამ დაამყარა „ატლეტიკოს“ ახალი რეკორდი, 820 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია „ვისენტე კალდერონზე“.[20] სერია შეწყდა „რეალ სოსიედადთან“ 1-0 წაგებულ მატჩში.[21] „ატლეტიკო“ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში 2013 წელს, სადაც კურტუა დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად[22] „რელათან“ 2-1 მოგევულ მატჩში, სადაც პირველად გაიმარჯვა თანაქალაქელ კლუბთან მატჩში ბოლო 14 წლის განმავლობაში „ატლეტიკომ“. 2013-2014 წლების სეზონში, კურტუამ კვლავ გაახანგრძლივა იჯარა „ატლეტიკოსთან“ 12 თვით.[23]

2014 წლის აპრილში „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდა კურტუას სატრანსფერო უფლებების მქონე კლუბ „ჩელსის“. „ჩელსიმ“ განაცხადა, რომ „ატლეტიკოს“ დამატებით 3 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა კურტუას მიერ გამართული თითო მატჩისთვის „ჩელსის“ წინააღმდეგ. უეფამ განაცხადა, რომ კურტუას შეეძლო „ჩელსისთან“ თამაში ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გადახდის გარეშე.[24]

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

ბელგიის ეროვნულ ნაკრებში კურტუა პირველად გამოიძახეს 2011 წლის ოქტომბერში[25][26] და მისი დებიუტი შედგა შემდეგ თვეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან 0-0 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, ვინც ითამაშა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[27][28][29]

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა კურტუამ ნაკრებში, რის შემდეგაც ბელგია მოსფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიდა 2002 წლის შემდეგ.[30] შესარჩევი ეტაპის განმავლობაში, მან ექვს მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ტიბო კურტუა დაიბადა ფრენბურთელების ოჯახში. მისი მამა ტიერი, რომელიც ამჟამად მისი საფეხბურთო აგენტია, 1990-იან წლებში თამაშობდა „გენკის“ ფრენბურთის კლუბში. მისი დედაც იყო პროფესიონალი ფრენბურთელი, ისევე როგორც მისი და, რომელიც ამჟამად თამაშობს „გენკში“ და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში.[31].

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

კლუბი რედაქტირება

განახლდა: 30 აპრილი, 2014[32]
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საკონტინენტო ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გენკი 2008–2009 1 0 0 0 0 0 1 0
2009–2010 0 0 0 0 0 0 0 0
2010–2011 40 0 1 0 3 0 44 0
ჯამში 41 0 1 0 3 0 45 0
ატლეტიკო მადრიდი 2011–2012 37 0 0 0 15 0 52 0
2012–2013 37 0 8 0 1 0 46 0
2013–2014 34 0 7 0 11 0 52 0
ჯამში 108 0 15 0 27 0 150 0
ჯამში კარიერაში 149 0 16 0 30 0 195 0

სანაკრებო რედაქტირება

 
ბელგიის ნაკრები იცავს კარს სერბეთის ნაკრებთან მატჩში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატში; კურტუამ (ყვითელ მაისურში) შეუცვლელად ითამაშა საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩში.
განახლდა: 2 მაისი, 2014[33]
ბელგიის ეროვნული ნაკრები
წელი მატჩი გოლი
2011 1 0
2012 6 0
2013 7 0
2014 1 0
ჯამში 15 0

ტიტულები რედაქტირება

კლუბი რედაქტირება

გენკი
  • ბელგიის ჩემპიონატი (1): 2010–2011
  • ბელგიის თასი (1): 2008–2009
ატლეტიკო მადრიდი

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ბელგიის წლის საუკეთესო მეკარე (1): 2011[34]
  • ლა ლიგა რიკარდო ზამორას ტროფი (1): 2013
  • ლა ლიგის წლის მეკარე (1): 2013
  • საუკეთესო ბელგიელი ლეგიონერი (1): 2013[35]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Acta del Partido celebrado el 28 de agosto de 2011, en Madrid - Atlético Madrid vs Osasuna დაარქივებული 2012-07-07 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links; RFEF, 28 August 2011 (ესპანური)
  2. „Player Profile: Thibaut Courtois“. Atlético Madrid. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 22 August 2013.
  3. „Courtois rated 'best in world'. Sky Sports. 18 November 2013.
  4. „The world's best footballers in 2013: Lionel Messi retains his crown“. The Guardian. 24 December 2013.
  5. kbilzersevv.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2014-05-06.
  6. Courtois History. 101 Great Goals. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 12 July 2011.
  7. STATS Hosted Solution | Player Stats - Thibaut Courtois - Racing Genk. Hosted.stats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 April 2012.
  8. Courtois Completed. Chelsea F.C. (26 July 2011). ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  9. „Chelsea loan keeper Thibaut Courtois to Atletico Madrid“. BBC. 26 July 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  10. Courtois on Loan. Chelsea F.C.. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
  11. „Chelsea keeper Courtois targets starting line-up spot after completing Atletico loan“. Daily Mail. London. 26 July 2011. ციტირების თარიღი: 19 April 2014.
  12. Match: Guimaraes v Atlético Madrid - Europa League. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 28 August 2011.
  13. Thibaut Courtois Bio, Stats, News - Football / Soccer - - ESPN Soccernet. ESPN Soccernet. ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
  14. Match: Atlético Madrid v Osasuna - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (28 August 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
  15. Match: Atlético Madrid v Racing Santander - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (18 September 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
  16. Match: Atlético Madrid v Sporting Gijon - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (21 September 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
  17. Match: Atlético Madrid v Sevilla FC - Spanish Primera División - ESPN Soccernet. ESPN Soccernet (2 October 2011). ციტირების თარიღი: 27 April 2012.[მკვდარი ბმული]
  18. Report: Atlético Madrid vs Athletic Bilbao. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 11 May 2012.
  19. Courtois to stay in Spain. Chelsea F.C.. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  20. Courtois hopeful of Atleti extension. ESPN FC (12 March 2013).
  21. Prieto strikes as Sociedad stun Atletico. Eurosport (11 March 2013).
  22. Doyle, Paul (12 April 2014). „Atlético Madrid's Thibaut Courtois could be thorn in Chelsea's side“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2 May 2014.
  23. Courtois loan extended. Chelsea F.C. (24 June 2013). ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  24. Thibaut Courtois CAN play for Atlético vs Chelsea in Champions League. inside World Soccer (12 April 2014).
  25. Match Stats: Belgium v Kazakhstan. ESPN Soccernet (7 October 2011). ციტირების თარიღი: 7 October 2011.[მკვდარი ბმული]
  26. Match Stats: Belgium v Germany. ESPN Soccernet (11 October 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 11 October 2011.
  27. „Courtois makes Debut“. The Guardian. London. 15 November 2011. ციტირების თარიღი: 15 November 2011.
  28. Pugmire, Jerome (16 November 2011). „Belgium Draws“. Taiwan News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 16 November 2011.
  29. Chelsea FC Loan Roundup: 11/20/11. Stephen Schmidt (20 November 2011). ციტირების თარიღი: 20 November 2011.
  30. „Chelsea keeper Thibaut Courtois labelled 'best in world' by Belgium team-mate Toby Alderweireld“. BSkyB. 18 November 2013. ციტირების თარიღი: 17 April 2014.
  31. „Courtois, el héroe voleibolista“ (ესპანური). Donbalon.com. 2013-06-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2013-06-16.
  32. Bélgica - T. Courtois. br.soccerway.com. ციტირების თარიღი: 30 April 2014.
  33. Thibaut Courtois - national football team player. eu-football.info.
  34. „Ivan Perisic is Profvoetballer van het Jaar“ (Dutch). Het Nieuwsblad. 22 May 2011. ციტირების თარიღი: 1 May 2014.
  35. „Thibaut Courtois beste Belg in buitenland“. Het Laatste Nieuws (Dutch). 21 January 2014. ციტირების თარიღი: 30 April 2014.