ტიბეტის ავტონომიური რეგიონი

ტიბეტის ავტონომიური რეგიონი (ტარ), ასევე ცნობილია როგორც სიწანგის ავტონომიური რეგიონი (ტიბ. བོད་རང་སྐྱོང་ལྗོངས་; გამარტივებულ ჩინურად 西藏自治区; ტრადიციულ ჩინურად 西藏自治區) — ავტონომიური რეგიონი ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შეიქმნა 1965 წელს.

ტიბეტის ავტონომიური რეგიონი შეიცავს ისტორიული ტიბეტის მხოლოდ ნაწილს. ტარ ჩინეთში სიდიდით მეორე რეგიონია. ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ლჰასა. ტარის მოსახლეობაა 3,002,166 ადამიანი (2010) და მათ უმეტესობას შეადგენენ ეთნიკური ტიბეტელები. ფართობია 1,200,000 კვადრატული კილომეტრი და ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დაუსახლებელი რეგიონია.

ისტორია რედაქტირება

1912–1950 წლებში ამჟამინდელი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ტერიტორია (უ-ცანგი და დასავლეთი კამი) იმართებოდა ტიბეტის მთავრობის მიერ დალაი-ლამას ხელმძღვანელობით. ხოლო ეთნო-კულტურული ტიბეტის დანარჩენი ნაწილი, – აღმოსავლეთი კამი და ამდო, – ტიბეტის მთავრობას XVIII საუკუნის შუა ხანებიდან აღარ ემორჩილებოდა;[1] ამჟამად ეს ტერიტორიები გადანაწილებულია ცინხაის, განსუს, სიჩუანისა და იუნანის პროვინციებზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Grunfeld, A. Tom, The Making of Modern Tibet, M.E. Sharpe, გვ. 245. (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: