ტეტრაკონქი

შენობა, როგორც წესი ეკლესია ან სხვა რელიგიური ნაგებობა ოთხი აფსიდით

ტეტრაკონქი (ტეტრა... და კონქი) — ოთხაფსიდიანი ცენტრული ეკლესია ან სხვა რაიმე შენობა, რომელშიც ნახევრად წრიული აფსიდები სიმეტრიულ-ჯვრისებრ არის განლაგებული ცენტრალური (ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა) სივრცის ირგვლივ. ტეტრაკონქი გავრცელებული იყო ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში (VI ს.), განსაკუთრებით კი — საქართველოსა და სომხეთში (ავანი, რიფსიმეს ეკლესია, ზვართნოცი). საქართველო ტეტრაკონქს უპირატესად VI-VII საუკუნეებში აშენებდნენ: ძველი გავაზის (ახალსოფელი), მანგლისის, თბილისის ქაშვეთის, ნინოწმინდის ეკლესიები, მცხეთის ჯვრისა და ბანის ტიპის ტაძრები.

ლიტერატურა რედაქტირება