ტერიმაევარუა III პომარე (დ. 28 მაისი, 1871 — გ. 19 ნოემბერი, 1932) — საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულ ბორა-ბორას უკანასკნელი დედოფალი 1873–1895 წლებში.

ტერიმაევარუა III
ბორა-ბორას დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1873
მმართ. დასასრული: 21 სექტემბერი, 1895
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მაისი, 1871
დაბ. ადგილი: კუნძული რაიატეა
გარდ. თარიღი: 19 ნოემბერი, 1932
გარდ. ადგილი: პაპეეტე, ტაიტი
მეუღლე: ჰინოი პომარე
დინასტია: პომარეს დინასტია
მამა: ტამატოა V

ტაიტის მეფე ტამატოა V-ის მეორე ქალიშვილი ბორა-ბორას დედოფლის, მამიდამის ტეარი-მაევა-რუა I პომარეს გარდაცვალების შემდეგ, კუნძულის დედოფალი გახდა. 1884 წელს გათხოვდა საკუთარ ბიძაშვილზე, პრინც ჰინოი პომარეზე, რომელსაც 1887 წელს გაეყარა. ტერიმაევარუას საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ზრდიდა ორ გერ ქალიშვილს.[1]

1888 წლის 19 მარტს ბორა-ბორას ანექსია საფრანგეთმა მოახდინა, თუმცა შეუნარჩუნა ადგილობრივი სამეფო მმართველობა; 1895 წლის 21 სექტემბერს ფრანგებმა დედოფალს გადადგომა აიძულეს. გარდაცვალებამდე, ტერიმაევარუა ბორა-ბორას სამეფო ოჯახის ხელმძღვანელის სტატუსს ინარჩუნებდა.[2]

წინამორბედი:
ტერიიმაევარუა II
   ბორა-ბორას დედოფალი   
1873–1895
შემდეგი:
საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა

სქოლიო რედაქტირება