ტეოდორო ტრივულციო

ტეოდორო ტრივულციო (იტალ. Teodoro Trivulzio) (დ. 1456 — გ. 1531) — იტალიელი და მოგვიანებით ფრანგი მხედართმთავარი, საფრანგეთის მარშალი.

ტეოდორო ტრივულციო
დაბადების თარიღი 1456
დაბადების ადგილი მილანი
გარდაცვალების თარიღი ოქტომბერი, 1532
გარდაცვალების ადგილი ლიონი
წოდება საფრანგეთის მარშალი
ბრძოლები/ომები იტალიური ომები
ჯილდოები საფრანგეთის მარშალი

ტეოდორო საფრანგეთის მარშლის ჯან ჯაკომო ტრივულციოს ძმისშვილი და ცნობილი და მდიდარი მილანური ოჯახის წარმომადგენელი იყო. ბიძის მსგავსად ისიც საფრანგეთის მეფის სამსახურში იდგა, თუმც მოგვიანებით ვენეციის ჯარების მთავარი გენერალი გახდა.

1524 წელს იგი მილანის გუბერნატორად დაინიშნა და საფრამგეთის მარშლის ტიტული მიენიჭა. მოგვიანებით იგი გენუის გუბერნატორი გახდა, რომელიც მან ანდრე დორიას გადააბარა. თეოდორო ტრივულციო 1531 წელს გარდაიცვალა. ამ დროს მას ლიონის გუბერნატორის პოსტი ეკავა.