ტენტენი ამერიკაში

ტენტენი ამერიკაში“ (ფრანგ. „Tintin en Amérique“) — „ტენტენის თავგადასავლების“ სერიის მესამე ტომი. ამ ნაწილში ტენტენი და მისი ძაღლი მილუ მოხვდებიან აშშ-ში, სადაც ჟურნალისტი იძიებს ჩიკაგოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობას. იგი მთელ ქვეყანაში დასდევს ერთ-ერთ განგსტერს და თავისი მოგზაურობისას გაიცნობს ინდიელებს.

„ტენტენი ამერიკაში“
„Tintin en Amérique“

ფრანგული გამოცემის გარეკანი
გამომცემელი Le Petit Vingtième
გამოცემის თარიღი
  • 1932 (შავ-თეთრი)
  • 1946 (ფერადი)
სერიიდან „ტენტენის თავგადასავლები“
გვერდი 123 (შავ-თეთრი)
62 (ფერადი)
გუნდი
შემქმნელი(ები) ერჟე
პირველი გამოცემა
გამოცემის თარიღები 3 სექტემბერი 1931 – 20 ოქტომბერი 1932
ენა ფრანგული
ქრონოლოგია
წინა „ტენტენი კონგოში“ (1931)
შემდეგი „ფარაონის სიგარები“ (1934)

წინა ტომის, „ტენტენი კონგოში“, გამოქვეყნების შემდეგ, ერჟე თავად ხელმძღვანელობდა აშშ-ში სპეციალუირ კვლევას, ვინაიდან სურდა ახალ მოთხრობაში აშშ-ის მხრიდან ადგილობრივი აბორიგენი მოსახლეობისადმი მოპყრობის ასახვა. „ტენტენი ამერიკაში“ ბელგიაში კომერციულად წარმატებული იყო და მალე ხელახლა დაიბეჭდა – ამჯერად საფრანგეთში. ერჟემ განაგრძო სერია „ფარაონის სიგარებით“, რამაც „ტენტენი“ ფრანკო-ბელგიური კომიქსების ტრადიციის სიმბოლოდ აქცია. 1945 წელს „ტენტენი ამერიკაში“ გამოიცა ფერადი სახით Casterman-ის მიერ, ხოლო 1973 წელს, ამერიკულ გამოცემაში, შესამჩნევი იყო რამდენიმე ცვლილებაც. 1991 წელს „ტენტენი ამერიკაში“ გამოვიდა „ტენტენის“ ანიმაციური ტელესერიალის ერთ-ერთი ეპიზოდის სახით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება