ტელეცკოე (რუს. Телецкое) — გამდინარე მთის ტბა ჩრდილო-აღმოსავლეთ ალთაიში, რუსეთის ალთაის მხარე. განლაგებულია ალთინთუსა და ქორგუს ქედებს შორის მდებარე ტექტონიკურ ქვაბულში, ზღვის დონიდან 434 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 223 კმ². საშუალო სიღრმე 174 მ, მაქსიმალური სიღრმე 325 მ.

ტელეცკოე
ტბა ტელეცკოე
ტბა ტელეცკოე
კოორდინატები: 51°31′45″ ჩ. გ. 87°42′53″ ა. გ. / 51.52917° ჩ. გ. 87.71472° ა. გ. / 51.52917; 87.71472
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 434 
სიგრძე 77,8 კმ
სიგანე 5,2 კმ
ფართობი 223 კმ²
მოცულობა 40 კმ³
საშუალო სიღრმე 174 
მაქსიმალური სიღრმე 325 
ჩამდინარე მდინარეები ჩულიშმანი
გამომდინარე მდინარე ბია
ტელეცკოე — რუსეთი
ტელეცკოე

ტბის ქვაბული შედგება ორი: სამხრეთ მერიდიანული (სიგრძე დაახლოებით 48 კმ) და ჩრდილოეთ — განედური (30 კმ) ნაწილებისაგან, რომლებიც ერთიმეორისაგან გამოყოფილია წყალქვეშა ქედით (სიგრძე 2-3 მ, სიგანე 0,6-0,8 კმ). ტბის ფსკერი დაფარულია ნაცრისფერი შლამით, ნაპირები ქვიანია. ტელეცკოე გარშემორტყმულია მთებით, რომელთა სიმაღლე ჩრდილოეთით 800-1300 მ-ია, ხოლო სამხრეთით 1900-2400 მ. ნაპირები ციცაბოა, კლდოვანი.

ტბას ერთვის 70-მდე მდინარე, რომელთაგან აღსანიშნავია: ჩულიშმანი, ქოქში, კიგა, დიდი ჩილი. გამოედინება მდინარე ბია.

კვება შერეულია, სახელდობრ: ჭარბობს თოვლისა (დაახლოებით 50%) და წვიმის წყლები (35%). წყლის ბალანსის მოსული ნაწილის 97%-ს მდინარეები იძლევიან, ხოლო 3%-ს — ატმოსფერული ნალექები. წლიური ბალანსის 2% მოდის აორთქლების ხარჯზე, დაახლოებით 98% კი მდინარე ბიის ჩამონადენზე. წყლის დონე მაღალია მაისში, ივნისის დასაწყისში. წყალი მტკნარია, ამასთანავე დიდია გამჭვირვალობის მაჩვენებელი (6-15 მ). მდიდარია ჟანგბადით.

ზაფხულში წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ადის 17-18 °С-მდე, ხოლო სამხრეთ ნაწილში 19-24 °С-მდე. სიღრმეში (100 მ-მდე) ტემპერატურა ვარდება 2,7-იდან 4,0 °С-მდე. განედურ ნაწილში ტბა იყინება ნოემბერში, ხოლო მერიდიანულ ნაწილში იანვარში. დანარჩენ დროს ყინულისგან თავისუფალია.

ტელცკოე მიჩნეულია ერთ-ერთ ულამაზეს ტბად („ოქროს ტბად“), რომლის სანაპიროებზე გაშენებულია რამდენიმე პატარა დასახლებები.

ტურისტებისთვის ტელეცკოე ალთაის მხარეში ერთ-ერთი ყველაზე სანახავი ადგილია. დამსვენებლები იღებენ 18 ტურბაზას და კემპინგს.[1] ტარდება სახმელეთო, წყლის, საველოსიპედო, საჰაერო და საავტომობილო ექსკურსიები. ამასთანავე ბევრი დამსვენებელი ტბას სათევზაოდ სტუმრობს. ტურისტების საინტერესო ადგილებია აქ მდებარე ჩანჩქერები და სხვა გეოგრაფიული ობიექტები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Лепнева С. Г., Термика. прозрачность, цвет и химизм воды Телецкого озера, в кн.: Исследования озер СССР, в. 9, Л.—М., 1937;
  • Селегей В. В., Селегей Т. С., Телецкое озеро, Л., 1974.

სქოლიო რედაქტირება