ტეგანი (ლათ. Ruta) — მცენარეთა გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები და ნახევრად ბუჩქებია. აქვთ ყვითელი, ნავისებრი გვირგვინის ფურცლები და კოლოფი ნაყოფი.

ტეგანი
Ruta graveolens
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტეგანისებრნი
გვარი:  ტეგანი
ლათინური სახელი
Ruta

60-მდე სახეობა უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაშია გავრცელებული. Ruta graveolens — იზრდება ქვიან, ღორღიან ფერდობებზე. შხამიანია. შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფლავონოიდ რუტინს.

იგი კულტივირებულია საქართველოში. ტეგანის ზოგიერთი სახეობა სამკურნალოა, ზოგი სახეობის ფოთოლში დიდი რაოდენობით არის C ვიტამინი.

ლიტერატურა რედაქტირება