ტაჯუდინ აჰმედი (დ. 23 ივლისი, 1925, სოფელი დარდარია, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 3 ნოემბერი, 1975, დაკა, ბანგლადეში) — ბანგლადეშის პირველი პრემიერ-მინისტრი (19711972), მუჯიბურ რაჰმანის თანამოაზრე. [1]

ტაჯუდინ აჰმედი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეშის 1-ლი პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აპრილი 1971 – 12 იანვარი 1972
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია
მემკვიდრემუჯიბურ რახმანი]]

დაბადებული23 ივლისი 1925
დარდარია, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი3 ნოემბერი 1975 (50 წლის)
დაკა, ბანგლადეში
პოლიტიკური პარტიაავამი ლიგა
მეუღლესიედა ზოჰრა ტაჯუდინი
შვილები3
განათლებადაკას უნივერსიტეტი
დაკას კოლეჯი
St Gregory's School
პროფესიაიურისტი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ტაჯუდინ აჰმად ხანი  დაიბადა 1925 წლის 23 ივლისს სოფელ დარდარიაში (დაკას ოლქი, ბრიტანეთის ინდოეთი (ახლანდელი ბანგლადეშის გაზიპურის ოლქი)). მაულავი მუჰამედ იასინ ხანისა და მეჰერუნესა ხანამის კონსერვატიულ, საშუალო კლასის მუსლიმურ ოჯახში. ტაჯუდინი ცხრა და-ძმიდან უფროსი იყო. მას ჰყავდა სამი ძმა და ექვსი და.[2]

ტაჯუდინ აჰმედმა 1953 წელს წარჩინებით დაამთავრა დაკას უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. მოგვიანებით 1964 წელს მიიღო იურიდიული განათლება. აჰმედი პოლიტიკით დაინტერესდა ახალგაზრდა ასაკში,  1943 წელს შეუერთდა სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგას. ბრიტანეთის ინდოეთის დაყოფის შემდეგ  უკმაყოფილო იყო  პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკით  აღმოსავლეთ პაკისტანის მიმართ, ამიტომ პროტესტის ნიშნად  დატოვა პარტია. 1949 წელს ის გახდა ავამი ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1958 წელს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შემდეგ, ავამი ლიგა აიკრძალა და ტაჯუდინმა დაახლოებით ერთი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო დემოკრატიულ მოძრაობაში ჰუსეინ შაჰიდ სუჰავარდის ხელმძღვანელობით, დაუპირისპირდა მუჰამედ აიუბ ხანის სამხედრო მმართველობას, რისთვისაც კვლავ დააპატიმრეს. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავამის ლიგის აღორძინებაში 1964 წელს და აირჩიეს პარტიის მდივნად. შემდეგ ის კვლავ დააპატიმრეს 1964 წლის აპრილში და გაათავისუფლეს მხოლოდ მომდევნო წელს. 1966 წელს აირჩიეს ავამი ლიგის გენერალურ მდივნად, იმავე წელს დააპატიმრეს ანტისამთავრობო აგიტაციისთვის, აღმოსავლეთ პაკისტანის მთავრობამ გაათავისუფლა 1969 წელს მოსახლეობის მასობრივი პროტესტის შემდეგ. 1970 წელს გახდა ეროვნული ასამბლეის წევრი.[3]

1970 წელს ქვეყანაში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო მუჯიბურ რაჰმანის აღმოსავლეთ პაკისტანურმა ავამი ლიგამ,  რომელიც გამოდიოდა პროგრამით მიენიჭებინა ფართო ავტონომია აღმოსავლეთ პაკისტანისათვის. კონსტიტუციის თანახმად მან მოახდინა მთავრობის ფორმირება. პაკისტანის მთავრობამ გააუქმა კენჭისყრის შედეგები. ამას მოჰყვა უპრეცედენტო პროტესტი აღმოსავლეთ პაკისტანში მუჯიბურ რაჰმანის ხელმძღვანელობით.

1971 წლის 26 მარტს, როდესაც დასავლეთმა პაკისტანმა აღმოსავლეთის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „პროჟექტორი“. ამ ოპერაციის ფონზე 27 მარტს ზიაურ რაჰმანმა რადიოს ეთერში წაიკითხა მუჯიბურ რაჰმანის ტექსტი ბანგლადეშის დამოუკდებლობის გამოცხადების შესახებ. ტაჯუდინ აჰმედი მოქმედებდა როგორც 1971 წლის არეულობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მან გადაწყვიტა ემიგრაციაში წასულიყო ინდოეთში მას შემდეგ, რაც პაკისტანის არმიამ დაიწყო ბანგლადეშელების  ხოცვა-ჟლეტა (დასავლეთ პაკისტანელებმა დახოცეს 200 ათასიდან 3 მილიონამდე ბანგლადეშელი). ის გახდა ბანგლადეშის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ხსენებული თანამდებობა,  მას ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ეკავა.[4]

ბანგლადეშის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტაჯუდინ აჰმედი ქვეყანაში 1971 წლის 22 დეკემბერს დაბრუნდა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი გახდა. შემდეგ ეს პოსტი მუჯიბურ რაჰმანმა დაიკავა და 1972 წლიდან 1974 წლამდე ტაჯუდინ აჰმედი ბანგლადეშის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი  გახდა. მონაწილეობდა ბანგლადეშის კონსტიტუციის შემუშავებაში. მან 1974 წელს დატოვა კაბინეტი და გადაწყვიტა  მშვიდი ცხოვრებით ეცხოვრა. 1975 წლის 15 აგვისტოს მუჯიბურ რაჰმანის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ტაჯუდინ აჰმედი იმავე წლის 23 აგვისტოს დააპატიმრეს. 1975 წლის 3 ნოემბერს იგი სასტიკად მოკლეს დაკას ცენტრალურ ციხეში სამ თანაპარტიელ თანამებრძოლთან ერთად.[5][6][7]

ოჯახი რედაქტირება

1959 წლის 26 აპრილს ტაჯუდინი დაქორწინდა პროფესორის ქალიშვილზე, სიედა ზოჰრა ხათუნზე (გ. 2013 წლის 20 დეკემბერი). წყვილს შეეძინა ოთხი შვილი, სამი ქალიშვილი —  შარმინ აჰმედი (რიპი), სიმინ ჰუსეინ რიმი, მაჰჯაბინ აჰმად (მიმი) და ერთი ვაჟი ტანჯიმ აჰმად სოჰელ ტაჯი. ზოჰრა ტაჯუდინის აქტიური მხარდამჭერი იყო,  მაგრამ მეუღლის სიცოცხლეში პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია მონაწილეობა.  შეიხ მუჯიბისა და ტაჯუდინის მკვლელობის შემდეგ მან მოახდინა ავამი ლიგის რეორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი გახლდათ  1975 წლიდან 1981 წლამდე.[8]

ტაჯუდინის უფროსი ქალიშვილი შარმინ აჰმედი მწერალი და აქტივისტია. მისი ვაჟი სოჰელ ტაჯი  ჯანმრთელობის და ფიტნესის აქტივისტია.[9] იგი გახლდათ სახელმწიფო მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას კაბინეტში 2009 წელს. მისი მეორე ქალიშვილი სიმინ ჰუსეინი 2012 წელს აირჩიეს ავამი ლიგის დეპუტატად.[10]

სქოლიო რედაქტირება

  1. Ahsan, Syed Badrul (5 May 2014). "Restoring Tajuddin in history". The Daily Star. Retrieved 5 November 2020. Towards the end of July 1975, armed with information that a plot was on to murder the Father of the Nation, he turned up at 32 Dhanmondi to warn his leader of the impending danger. Bangabandhu, as was his wont, was dismissive of the threat.
  2. "Mujib Bahini sowed rift between Bangabandhu, Tajuddin". The Daily Star. 7 September 2014. Retrieved 12 July 2015.
  3. Ahmad, Abul Mansur (2013). আমার দেখা রাজনীতির পঞ্চাশ বছর [Fifty Years of Politics As I Saw It] (in Bengali) (7th ed.). Dhaka: Khoshroj Kitab Mahal. p. 453. ISBN 978-9844380004.
  4. asgupta, Sukharanjan (1978). Midnight Massacre in Dacca. New Delhi: Vikas. pp. 77–78. ISBN 0-7069-0692-6. Khondakar also knew that the situation was bound to be grave once Nazrul Islam, Tajuddin Ahmed, Kamaruzzaman and Mansur Ali were released ... Khondakar had had them arrested under various pretexts shortly after Mujib's assassination, and they were still rotting in Dacca Jail. So, Khondakar ... managed to allow the associates of the "killers" [the seven Majors who assassinated Sheikh Mujibur Rahman] inside the jail to brutally kill these four leaders.
  5. "Life and times of Tajuddin Ahmed". The Daily Star. 23 July 2009. Retrieved 30 November 2011.
  6. "Bangladesh: Out of War, a Nation Is Born". Time. 20 December 1971.
  7. "Tajuddin Ahmed: An Unsung Hero" receives Australian award". The Daily Star. 24 July 2008. Retrieved 27 January 2021.
  8. "Zohra Tajuddin's anniversary of death today". The Daily Star. 20 December 2014. Retrieved 12 July 2015.
  9. Mohaimen, Pallab (6 November 2020). "Fitness Freak Sohel Taj". Prothom Alo. Retrieved 27 January 2021.
  10. "Sohel Taj resigns from JS". The Daily Star. 24 April 2012. Retrieved 27 January 2021.