ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი

ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი
დუშანბე,  1992 ნაწილი
თარიღი 5 მაისი 1992 - 27 ივნისი 1997
(5 წელი, 1 თვე, 3 კვირა და 1 დღე)
მდებარეობა ტაჯიკეთი
Casus belli პოლიტიკური შეტაკება ტაჯიკეთის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.
შედეგი სამხედრო ჩიხი
მხარეები
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
  • სახალხო ფრონტი[1]

რუსეთის დროშა/რუსეთის დროშა რუსეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი

გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიცია

ავღანეთის დროშა ავღანეთის ისლამური სახელმწიფო
ავღანეთის დროშა თალიბანი1[3]
მხარდამჭერი:
ალ-კაიდა[4]

მეთაურები
ტაჯიკეთის დროშა ემომალი რაჰმონი

უზბეკეთის დროშა ისლამ კარიმოვი
რუსეთის დროშა ბორის ელცინი
ყაზახეთის დროშა ნურსულთან ნაზარბაევი
ყირგიზეთის დროშა ასკარ აკაევი

თარგი:Flagdeco საიდ აბდულოჰ ნური

თარგი:Flagdeco მოჰამედ შარიფ ჰიმატზადე (IRP)
შადმან იოსოფი (დემოკრატიული პარტია)

ძალები
ტაჯიკეთის დროშა უცნობია

რუსეთის დროშა 5000–15,000 სასაზღვრო ჯარი
უზბეკეთის დროშა უცნობია

დაახლოებით 10,000–20,000
დანაკარგები
უცნობია უცნობია
20,000–60,000 მოკლული

40+ მოკლული ჟურნალისტი
1.2 მილიონი იძულებით გადასახლებული

ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში

ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი (ტაჯ. Ҷанги шаҳрвандии Тоҷикистон, Jangi şahrvandi‘i Tojikiston/Çangi şahrvandiji Toçikiston); აგრეთვე ცნობილი, როგორც ტაჯიკური სამოქალაქო ომი ან ომი ტაჯიკეთში, დაიწყო 1992 წლის მაისში, როდესაც კჰუჯანდის და კულიაბის რეგიონებში მოსახლეობამ დაიწყო იმჟამინდელი მთავრობისა და პრეზიდენტის - რაჰმონ ნაბიევის (დ. 5 ოქტომბერი, 1930 - გ. 11 აპრილი, 1993) წინააღმდეგ მოძრაობა. მოძრაობას სათავეში ედგნენ ლიბერალ დემოკრატები და ისლამისტები, რომლებიც გაერთიანებულად იბრძოდნენ გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის სახელით. 

პრეზიდენტმა ემომალი რაჰმოვმა, გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის ლიდერმა - საიდ აბდულოჰ ნურიმ და გაეროს გენერალმა გერდ მერემ ხელი მოაწერეს მშვიდობის ხელშეკრულებას და მოსკოვის პროტოკოლს 1997 წლის 27 ივნისს მოსკოვში, რამაც დაასრულა სამოქალაქო ომი. დაღუპულთა რაოდენობა მერყეობს 20 000 დან 60 000 მდე.

ფონი რედაქტირება

დაძაბულობა 1992 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა დემონსტრაციები დაიწყეს, 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ.

ბრძოლა გაჩაღდა 1992 წლის მაისში მთავრობის მომხრეებსა და გაერთიანებული ტაჯიკურ ოპოზიციას შორის, რომლებშიც ასევე შედიოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. 1992 წლის 7 სექტემბერს დემონსტრანტებმა ხელში ჩაიგდეს პრეზიდენტი ნაბიევი და აიძულეს ხელი მოეწერა გადადგომაზე, რამაც ბრძოლის ფრონტი დედაქალაქ დუშანბეში გადაიტანა.

რუსეთის დახმარებით დემონსტრანტებმა გადააყენეს მთავრობა და ახალი მთვრობის მეთაური ემომალი რაჰმონოვი გახდა.

საომარმა მოქმედებებმა პიკს 1992-1993 წლებშ მიაღწია, როდესაც ომში ისლამისტები ჩაებნენ. ამ პერიოდში ათობით ათასი მოქალაქე დაიღუპა ან ავღანეთს შეაფარა თავი.

ოპოზიციის რეორგანიზაცია რედაქტირება

ავღანეთში მთავრობა შეიცვალა და მმართველობაში ჯამიათი ისლამის პარტია მოვიდა, აჰმად  შაჰ მასოუდის მეთაურობით. რომელიც მხარს უჭერდა ისლამისტებს, შესაბამისად გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციას.ირანი მალულად მხარს უჭერდა ისლამისტებს, თუმცა ამას არ აღიარებდა.

გაგრძელება ჩიხი და მშვიდობა რედაქტირება

გარე ძალების ომში ჩაბმამ მოწინააღმდეგე მხარეზე გამანადგურებლად იმოქმედა. ვითარების მოსაწესრიგებლად გაეროდან მისია გაიგზავნა, რომელიც, ძირითადად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იბრძოდა, თუმცა 1966 წელს კონფლიქტი რუსეთის ჯართან დუშანბეში მოხდა. ავღანელმა ისლამისტებმა ასევე დაიწყეს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ ომი გაეროს მისიამ 1997 წელს დაასრულა. საპრეზიდენტო არჩევნები კი 1999 წლის 6 ნოემბრისთვის გადაიდო.

ომმა ტაჯიკეთზე გამანადგურებლად იმოქმედა. დაღუპულების რაოდენობა 30 000 დან 60 000 მდე მერყეობს.1.2 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნითა და მის გარეთ. ტაჯიკეთის ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და სამთავრებო სერვისები კატასტროფულად დაზიანდა.

განსაკუთრებულ ძალადობას ჰქონდა ადგილი ჟურნალისტების მიმართ. დაიღუპნენ როგორც ტაჯიკი, ასევე უცხოელი ჟურნალისტები.

სომხების როლი კონფლიქტში

ომის დაწყებისას სომხები ჩაბმული იყვნენ ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აღნიშნულ ომში სომხეთმა გაიმარჯვა. უზბეკეღთი ამ კონფლიქტში იბრძდა სომხების გვერდზე და ამიტომ უზბეკეთს არმიაში იყვნენ დიდი რაოდენობით სომხები, რომლებსაც უზბეკეთი გაერთიანებული ტაჯიკეთს ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tajikistan: President Meets With Popular Front Commanders. Radio Liberty Archives (9 July 1997).
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 27, 2011. ციტირების თარიღი: June 18, 2010.
  3. Tajikistan in the New Central Asia. ციტირების თარიღი: 17 December 2014. 
  4. Inside Al Qaeda: global network of terror, by Rohan Gunaratna, pg. 169