ტახტითეფას ტალახის ვულკანები

ტახტითეფას ტალახის ვულკანებიტალახის ვულკანების ჯგუფი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. მდებარეობს დალის მთის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 541 მ სიმაღლეზე და სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. არაორგანული ბუნების ძეგლის ფართობია 9,7 ჰა. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5–4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული. ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქალაქი დედოფლისწყარო.[1]

ტახტითეფას ტალახის ვულკანები
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა კახეთის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი დედოფლისწყარო
ფართობი 9,7 ჰა
დაარსდა 2003
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება