ტაშკენტის ოლქი

უზბეკეთის ოლქი

ტაშკენტის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Toshkent viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტაშკენტი.

ადმინისტრაციული ერთეული
ტაშკენტის ოლქი
უზბეკ. Toshkent viloyati
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ადმ. ცენტრი Nurafshon
კოორდინატები 41°10′00″ ჩ. გ. 69°45′00″ ა. გ. / 41.16667° ჩ. გ. 69.75000° ა. გ. / 41.16667; 69.75000
დაარსდა 15 იანვარი, 1938
ფართობი 15300 კმ²
მოსახლეობა 2 644 400 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი http://www.tashvil.gov.uz/
ტაშკენტის ოლქი — უზბეკეთი
ტაშკენტის ოლქი

ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

შეიქმნა 1938 წლის 15 იანვარს. მდებარეობს რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი 15,3 ათასი კმ². ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით წარმოადგენს მთისწინა ვაკეს, რომელიც დახრილია მდინარე სირდარიისაკენ. ოლქი მდებარეობს მაღალი სეისმურობის ზონაში. მთავარი მდინარეებია სირდარია და მისი შენეკადები ჩირჩიქი და აჰანგარანი. ენერგეტიკის ბაზაა ბუნებრივი აირი, მურა ნახშირი (ანგრენის საბადო) და ჰიდროენერგორესურსები. არის დიდი თეცები. ტაშკენტის სრესი, ანგრენის სრესი, ჩირჩიქ-ბოზსრუს ჰესების კასკადი. აგებულია სარწყავი არხები, წყალსაცავები. სოფლის მეურნეობაში მისდევენ მებამბეობას, მებაღეობას, მებაღჩეობას, მევენახეობას და სხვა. მოჰყავთ ბამბა, კენაფი, ქერი, ხორბალი, ბრინჯი, კარტოფილი, ბოსტნეული კულტურები, ვაშლი, ალუბალი, ყურძენი და სხვა. მეცხოველეობა სახორცე-სარძეო მიმართულებისაა. აშენებენ ღორს, ცხვარს, თხას, ცხენს, ფრინველს. სარწყავ ზონაში განვითარებულია მეაბრეშუმეობა. ტაშკენტში მდებარეობს აეროპორტი, რომლითაც უკავშირდება აზიის მრავალ ქვეყანას.

ჯილდოები და მედლები რედაქტირება

ოლქი დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით (1959, 1970).

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება