ტაფელა (ლათ. Rhodeus sericeus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი მოკლე და მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 9 სმ, მასა — 10 აღწევს. გავრცელებულია აზიასა და ევროპაში. საქართველოში წარმოდგენილია ქვესახეობით (Rhodeus sericeus amarus). გვხვდება მრავალ მდინარესა და ტბაში. გამრავლების პერიოდში (მარტი-აგვისტო) დედალს უვითარდება გრძელი კვერცხსადები, რომლის დახმარებითაც იგი ქვირითს ყრის ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ლამაზი დეკორატიული თევზია. მტაცებელი თევზების საკვებია.

ტაფელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ტაფელა
ლათინური სახელი
Rhodeus sericeus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19671

ლიტერატურა რედაქტირება