ტაუსერტიძველი ეგვიპტის დედოფალი და XIX დინასტიის ბოლო ფარაონი. დიდი ფარაონის სეთი II-ის მეუღლე. რამსეს II-ის შთამომავალი.

დედოფალი ტაუსერტი

ქმრის გარდაცვალების შემდეგ იგი არასრულწლოვანი შვილის რამსეს-საპტაჰის რეგენტი გახდა. ეგვიპტეს მართავდა 2 წელი. მისი მმარველობის დროს სირიელმა ირსუმ გადაწყვიტა ესარგებლა ხალხის მღელვარებით და ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. ტაუსერტის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში გამეფდა სრული ანარქია, რამაც გამოიწვია ქვეყნის განადგურება და ნგრევა.

მანეთონის თანახმად ტაუსერტი ეგვიპტეს 7 წელი მართავდა. დაკრძალულია მეფეთა ველზე, სამარხში KV14.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Gae Callender, The Cripple, the Queen & the Man from the North, KMT, Vol:17 No.1, Spring 2006
  • Leonard H. Lesko, A Little More Evidence for the End of the Nineteenth Dynasty, Journal of the American Research Center in Egypt, Vol. 5, 1966