ტატიანა ჩერნიგოვსკაია

რუსი მეცნიერი

ტატიანა ჩერნიგოვსკაია (რუს. Татья́на Влади́мировна Черни́говская; დ. 7 თებერვალი 1947, ლენინგრადი, სსრკ) — რუსი მეცნიერი ნეირომეცნიერების, ფსიქოლინგვისტიკისა და აგრეთვე ცნობიერების თეორიის დარგებში.

ტატიანა ჩერნიგოვსკაია
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1947(1947-02-07) (77 წლის)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფსიქოლოგი და მკვლევარი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და რუსეთის უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ტატიანა ჩერნიგოვსკაიას ინიციატივით პირველად სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა სასწავლო სპეციალიზაცია სახელწოდებით „ფსიქოლინგვისტიკა“.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ლენინგრადში. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის განყოფილება. სპეციალიზაცია გაიარა ექსპერიმენტალური ფონეტიკის დარგში. 1998 წლამდე მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ი. ა. სეჩენოვის სახელობის ევოლუციური ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტში ბიოაკუსტიკის, ადამიანის ტვინის ფუნქციონალური ასიმეტრიისა და სენსორულ სისტემათა შედარებითი ფიზიოლოგიის ლაბორატორიებში. კურჩატოვის ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე.

1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ენობრივ და კოგნიტიურ ფუნქციათა ევოლუცია: „ფიზიოლოგიური და ნეიროლინგვისტური ასპექტები“.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ფილოლოგიური ფაკულტეტი). მრავალი წელია იკვლევს რუსული ენის მატარებელთა „მენტალური ლექსიკონის“ ექსპერიმენტალურ და კლინიკურ საკითხებს. აღნიშნულ კვლევებს დღეს აგრძელებენ ასევე ნ. ა. სლიუსარი და ტ. ი. სვისტუნოვა.

ტატიანა ჩერნიგოვსკაია 2006 წელს აირჩიეს ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

2010 წლის 9 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ტატიანა ჩერნიგოვსკიას მიენიჭა „რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მოღვაწის“ საპატიო წოდება.

საგანმანათლებლო მოღვაწეობა რედაქტირება

ტატიანა ჩერნიგოვსკაია ფილოლოგიური და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისა და ასპირანტებისთვის კითხულობს ლექციების კურსებს სახელწოდებით „ფსიქოლინგვისტიკა“, „ნეიროლინგვისტიკა“ და „კოგნიტიური პროცესები და ტვინი“ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისუფალ ხელოვნებათა და მეცნიერებათა სმოლნის ინსტიტუტსა და სანქტ-პეტერბურგის ევროპულ უნივერსიტეტში.

არაერთხელ იყო მიწვეული ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ლექტორად და კოორდინატორად საერთაშორისო სიმპოზიუმებში.

სატელევიზიო არხზე „კულტურა“ ტატიანა ჩერნიგოვსკაია მიჰყავს გადაცემების ციკლი — „აზროვნების ვარსკვლავებით მოჭედილი ცა“, „ვუჩვენოთ ბუნებას სარკე...“ და „პეტერბურგი — მეხუთე არხი“ — „ღამე“ და რუბრიკა „ინტელექტი“.

სამეცნიერო ღვაწლის აღიარებები რედაქტირება

ტატიანა ჩერნიგოვსკაია 2006 წელს არჩეულ იქნა ნორვეგიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.

2010 წლის 9 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ტატიანა ჩერნიგოვსკაიას მიენიჭა რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

საჯარო, პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა რედაქტირება