ტარხუნა (ლათ. Artemisia dracunculus) — მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, გლუვი ღერო, რომლის სიმაღლე 60—125 სმ აღწევს, ლანცეტა ფოთოლი, პატარა, თეთრი ყვავილები, შეკრებილი სფეროსებრ ყვავილედად. ყვავილობს ივლისს-აგვისტოში, სამშობლოა მონღოლეთი და სამხრეთი ციმბირი.

ტარხუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
სახეობა:  ტარხუნა
ლათინური სახელი
Artemisia dracunculus

გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ყველაზე უხვად მოჰყავთ თბილისის საგარეუბნო ზონაში. დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთებს. იყენებენ მწვანილად, კულინარიაში, ლიქიორის მრეწველობაში, პარფიუმერიაში, საკონსერვო მრეწველობაში (კიტრისა და პამიდვრის დამჟავებისას).

ამრავლებენ ვეგეტატიურად, ბუჩქის დაყოფით ან კალმებით. ჩითილი ირგვება ღია გრუნტში 25 სმ დაშორებით. ტარხუნა ერთსა და იმავე ნაკვეთზე მოჰყავთ 10—15 წლის განმავლობაში.

ლიტერატურა რედაქტირება