ტარნუვი (პოლ. Tarnów) — ქალაქი სამხრეთ პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოს შემადგენლობაში, მდინარე დუნაეცის ნაპირზე. 1975-1998 წლებში იყო ტარნუვის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 112,478 ადამიანი. ინდუსტრიული ქალაქია, ძირითადად განვითარებულია ქიმიკატების, სამშენებლო მასალების, კვების და ელექტრო-მანქანების წარმოება. XV საუკუნეში ხანძრის შედეგად მთლიანად დაინგრა. XVI საუკუნეში აღდგენილი იქნა და გახდა კულტურული ცენტრი. არის ღირსშესანიშნავი ძეგლები, რომელთაგან აღსანიშნავია XIV-XVI საუკუნეების რატუშა, ტაძარი და პოლონელ კათოლიკეთა ეკლესია.

ქალაქი
ტარნუვი
პოლ. Tarnów
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
კოორდინატები 50°00′45″ ჩ. გ. 20°59′19″ ა. გ. / 50.01250° ჩ. გ. 20.98861° ა. გ. / 50.01250; 20.98861
დაარსდა 1330
ფართობი 72.4 კმ²
ცენტრის სიმაღლე 209 მეტრი
მოსახლეობა 112,478 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 1,600 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +48 014
საფოსტო ინდექსი 33-100-იდან 33-110-მდე
საავტომობილო კოდი KT
ოფიციალური საიტი tarnow.pl
ტარნუვი — პოლონეთი
ტარნუვი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება