ტარია კაარინა ჰალონენი (ფინ. Tarja Kaarina Halonen; დ. 24 დეკემბერი, 1943, ჰელსინკი, ფინეთი) — ფინეთის პირველი ქალი პრეზიდენტი 2000-2012 წლებში (ორი ვადით). პროფესიით ადვოკატი. მშობლიური ფინურის გარდა ფლობს შვედურ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ტარია კაარინა ჰალონენი
ტარია კაარინა ჰალონენი
ფინეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მარტი, 2000 – 1 მარტი, 2012
წინამორბედიმარტი აჰთისაარი
მემკვიდრესაული ნიინისტე

დაბადებული24 დეკემბერი 1943
ჰელსინკი, ფინეთი
რელიგიაპროტესტანტი

კარიერა რედაქტირება

საპრეზიდენტო კარიერა რედაქტირება

 
ტარია ჰალონენი 2021 წელს

ფინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 2000 წლის 16 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა ტარია ჰალონენის კანდიდტურა. არჩევნების პირველ ტურში, რომლის 7 კანდიდატიდან 4 ქალი იყო, ტარიამ მიიღო ხმების 40 %, ხოლო მისმა უახლოესმა კონკურენტმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ესკო აჰომ 34,4 %. 6 თებერვლის მეორე ტურში კი ქალბატონმა ტარიამ მიიღო ხმების 51,6 %. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღო მონაწილეობა და კვლავ მეორე ტურის საშუალებით (ხმათა 51,6 %) დაამარცხა საული ნიინისტე. 2005 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში.

ოჯახი რედაქტირება

ქალბატონი ტარია მეორედაა გათხოვილი. მისი მეუღლეა მასზე 5 წლით უმცროსი პენტი არაიარვი. პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი - ანა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო პოლიტიკას კენტის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) და ცხოვრობს მამამისთან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
მარტი აჰტისაარი
ფინეთის პრეზიდენტი

20002012
შემდეგი:
საული ნიინისტე