ტარაპაკა (პორტ. Tarapacá) — ადმინისტრაციული რეგიონი ჩილეს ჩრდილოეთში. მოიცავს 2 პროვინციასა და 7 კომუნას.

რეგიონი
ტარაპაკა
Tarapacá
დროშა გერბი

ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
ადმ. ცენტრი იკიკე
შიდა დაყოფა იკიკე და ტამარუგალი
კოორდინატები 20°17′00″ ს. გ. 69°20′00″ დ. გ. / 20.28333° ს. გ. 69.33333° დ. გ. / -20.28333; -69.33333
დაარსდა 1883
ფართობი 41 799.5 კმ²
მოსახლეობა 238 950 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 5.7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4
ოფიციალური საიტი https://www.goretarapaca.gov.cl/

ფართობი — 41 799.5 კმ². მოსახლეობა — 238 950 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვე — 5.7 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. იკიკე.

მდებარეობა რედაქტირება

რეგიონი მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთში და ესაზღვრება:

ისტორია რედაქტირება

რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი პეტროგლიფები, რომლებიც მიუთითებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივ ისტორიაზე.

მოგვიანებით, ესპანეთის კოლონიზაციამდე, რეგიონი შედიოდა ინკების იმპერიის შემადგენლობაში. 1879 წელს ჩილე პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ ომში ჩაება.[1]. ეს ომი წყნარი ოკეანის მეორე ომის სახელითაა ცნობილი. ომი ძირითადად რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროისთვის პერუს შემადგენლობაში იყო. 1883 წლის 20 ოქტომბერს ანკონაში (ლიმის ახლოს) ხელმოწერილი ზავის მიხედვით ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ქსე, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 120
  2. 1929 წელს ხანგრძლივი კონფლიქტი მოგვარდა, ტაკნა დაუბრუნდა პერუს, ხოლო არიკა გადაეცა ჩილეს.