ტარავა (ინგლ. Tarawa) — ატოლი გილბერტის კუნძულების ჯგუფში, რომელზეც მდებარეობს კირიბატის რესპუბლიკის დედაქალაქი — აგლომერაცია სამხრეთი ტარავა. მთავარი სახელმწიფო ორგანოები მდებარეობენ ბაირიკიში, სამინისტროების ნაწილი — ბეტიოში და ბიკენიბეუში.

ტარავა
მშობ. სახელი: ინგლ. Tarawa

ატოლ ტარავას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 1°26′ ჩ. გ. 173°00′ ა. გ. / 1.433° ჩ. გ. 173.000° ა. გ. / 1.433; 173.000 (Tarawa)
კუნძულთა რაოდენობა 24
ფართობი 31,02 კმ²
უმაღლესი წერტილი 3 მ
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 56 284 (2010)
სიმჭიდროვე 1814,44 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

 
ატოლ ტარავას რუკა (წითელი ფერი — სამხრეთი ტარავა, ყვითელი ფერი — ჩრდილოეთი ტარავა)

ატოლი შედგება დაახლოებით 24 მომცრო კუნძულისაგან, სადაც 8 დასახლებულია. ყველაზე დიდი კუნძული ბაირიკი გადაჭიმულია დასახლება ბონრიკი-დან (ატოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) ბაირიკიმდე. ყველაზე დიდი ქალაქი — ბეტიო და ტარავას ერთადერთი აეროპორტიბონრიკის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე განლაგებულია სამხრეთ ტარავაში.

ატოლ ტარავას კუნძულების ჩამონათვალი რედაქტირება

ისტორია რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს ატოლი ოკუპირებული იქნა იაპონიის არმიის მიერ. 1943 წლის 20—23 ნოემბერს ატოლ ტარავაზე მოხდა წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრში ერთ-ერთი სისხლისმღვრელი ტარავას ბრძოლა, რომელშიც ამერიკულმა ჯარმა დაამარცხა იაპონიის ჯარი.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

ატოლი დაყოფილია სამ საარჩევნო ოლქად:

  1. სამხრეთი ტარავა ანუ Teinainano Urban Council (ბაირიკიდან ბონრიკიმდე);
  2. ბეტიო ანუ Betio Town Council;
  3. ჩრდილოეთი ტარავა ანუ Tarawa Ieta.

მოსახლეობა რედაქტირება

დასახლება (ქართ.) დასახლება (ინგლ.) მოსახლეობა,
ად. (2010)[1]
ჩრდილოეთი ტარავა (6102 ად.)
1 ბუარიკი Buariki 703
2 ტეარინიბაი Tearinibai 297
3 ნუატაბუ Nuatabu 197
4 ტებვანგაროი Tebwangaroi 40
5 ტარატაი Taratai 151
6 ნოოტო Nooto 814
7 აბაოკორო Abaokoro 262
8 მარენანუკა Marenanuka 101
9 ტაბონიბარა Tabonibara 363
10 კაინაბა Kainaba 266
11 ნაბეინა Nabeina 435
12 ტაბიტეუეა Tabiteuea 505
13 აბატაო Abatao 499
14 ბუოტა Buota 1469
სამხრეთი ტარავა (34 427 ად.)
15 ტანაეა Tanaea 279
16 ბონრიკი Bonriki 2355
17 ტემვაიკუ Temwaiku 3135
18 კაუსევაი Causeway 2054
19 ბიკენიბეუ Bikenibeu 6568
20 აბარაო Abarao 1665
21 ეიტა Eita 3061
22 ტანგინტებუ Tangintebu 89
23 ტაბორიო Taborio 1282
24 ამბო Ambo 2200
25 ბანრაეაბა Banraeaba 1969
26 ანტებუკა Antebuka 1087
27 ტეაორაერეკე Teaoraereke 4171
28 ნანიკაი Nanikai 988
29 ბაირიკი Bairiki 3524
ბეტიო (15 755 ად.)
30 ბეტიო Betio 15 755
სულ Total 56 284

ეკონომიკა რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა კოპრის დამზადება და მარგალიტის მოპოვება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

კირიბატის კუნძულების სია

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-09-29.