ტანისიეგვიპტის ძველი ქალაქი, მდებარეობდა ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი მანზალის ტბის მახლობლად. ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეებში ტანისის ავარისი ეწოდებოდა, ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებში – პერ-რამსესი (რამსეს II-ის რეზიდენცია).

ტანისის ნანგრევები
მეფის საფლავი ტანისში

ტანისის მკვიდრი იყო XXI დინასტიის დამაარსებელი ნესუბანებდედი, რომელმაც ძვ. წ. XI საუკუნეში ტანისი ეგვიპტის დედაქალაქად გამოაცხადა.

ბიზანტიის ხანაში ტანისი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. ამჟამად ტანისის ადგილას დაბა სან-ელ-ჰაგარი მდებარეობს. 1929-1951 წწ. ტანისს იკვლევდა ფრანგი არქეოლოგი პიერ მონტე. გამოვლინდა XXI-XXII დინასტიის მეფეთა თითქმის ხელუხლებელი აკლდამები.

ლიტერატურა რედაქტირება