ტანგერანგი (ინდონ. Tangerang) — ქალაქი ინდონეზიაში, ბანტენის პროვინციაში. მდებარეობს ჯაკარტიდან დაახლოებით 25 კმ–ით დასავლეთით. წარმოადგენს მესამე უდიდეს ურბანულ ცენტრს დიდი ჯაკარტის აგლომერაციაში. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 1 797 715 ადამიანს შეადგენს.[2] ტანგერანგის ტერიტორიაზე მდებარეობს სუკარნო-ჰატას საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მთელს ჯაკარტის აგლომერაციას ემსახურება.

ქალაქი
ტანგერანგი
ინდონ. Tangerang
დროშა გერბი


Bhakti Karya Adhi Kerta Rahardja
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ბანტენი
შიდა დაყოფა Tangerang[1] , Batuceper[1] , Cipondoh[1] , Ciledug[1] , Cibodas[1] , Neglasari[1] , Pinang[1] , Karang Tengah[1] , Periuk[1] , Karawaci[1] , Jatiuwung[1] , Benda[1] და Larangan[1]
კოორდინატები 6°10′41″ ს. გ. 106°37′54″ ა. გ. / 6.17806° ს. გ. 106.63167° ა. გ. / -6.17806; 106.63167
დაარსდა 28 თებერვალი, 1993
ფართობი 164,54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18 მეტრი
მოსახლეობა 1 797 715 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 11 000 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 021
ოფიციალური საიტი tangerangkota.go.id
ტანგერანგი — ინდონეზია
ტანგერანგი

ტანგერანგი იავის ინდუსტრიული და მანუფაქტურული კვანძია, ფუნქციონირებს 1 000–ზე მეტი ფაბრიკა. ქარხნებს ფლობს მრავალი საერთაშორისო კომპანია. მრავლადაა დაჭაობებული ადგილი.

ბოლო წლებში, ჯაკარტის გაფართოებამ მოიცვა ტანგერანგიც და შედეგად, მისი ბევრი მცხოვრები ჯაკარტაში მუშაობს. მის გარშემო განვითარდა ბევრი საშუალო კლასის სატელიტი ქალაქი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
  2. Statistic by Region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-25. ციტირების თარიღი: 2012-12-14.