ტანაისი, ტანაიდა — ძველი ქალაქი მდინარე დონის შესართავთან. ძვ. წ. III საუკუნეში დააარსეს ბერძნებმა. მდებარეობდა ახლანდელი დასახლების ნედვიგოვკის ადგილზე (როსტოვის ოლქი).

ტანაისი 2017 წელს
ტანაისი და ძველი ბერძნული კოლონიები შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში

ტანაისი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო ბოსფორის ბერძნებსა და აზოვისპირა და დონის ველების მომთაბარეთა შორის. XIX საუკუნის შუა წლებიდან მიმდინარებდა ნაქალაქარისა და სამაროვნის არქეოლოგიური შესწავლა. 1961 წელს ტანაისში შეიქმნა არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი.

2009 წლის 24 თებერვლიდან ტანაისის არქეოლოგიური ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება