ტამეგა (პორტ. Tâmega; ესპ. Támega) — მდინარე პორტუგალიასა და ესპანეთში. სათავეს იღებს ესპანეთის ტერიტორიაზე გალისიაში ზღვის დონიდან 960 მეტრზე და ერთვის მდინარე დორუს. სიგრძე — 145 კმ. წყლის დონე საკმაოდ დაბალია, მთელი დინების მანძილზე აგებულია რამდენიმე პატარა კაშხალი, ამის გამო გადაზიდვებისთვის მდინარე არ გამოიყენება.

მდინარე ტამეგა ქალაქ შავიშთან

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება