ტაიმენი (ლათ. Hucho) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. აქვთ წაგრძელებული სხეული და გვერდებიდან შებრტყელებული თავი. დამახასიათებელია წვრილი ქერცლი, სხეულზე Х-სებრი და ნახევრადმთვარისებრი შავი ლაქები აყრიათ. ტანად დიდი მტაცებელი თევზებია. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა. მისი სახეობებიდან აღსანიშნავია დუნაის ორაგული (ლათ. Hucho hucho), საკუთრივ ტაიმენი (ლათ. Hucho taimen) და სხვა.

ტაიმენები

დუნაის ორაგული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Hucho

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება