სქესობრივი აქტი ან უბრალოდ სექსიგენიტალური კონტაქტი ორ ინდივიდს შორის გამრავლების მიზნით ან სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებისთვის. ბიოლოგიური თვალსაზრისით, ეს არის აქტი, რომლის დროსაც მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო (ადამიანებში ან ზოგიერთ ცხოველებში) შეიყვანება ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში, რომელსაც ასევე კოიტუსს უწოდებენ. აქტში მონაწილეები შეიძლება საპირისპირო სქესის იყვნენ, ან ჰერმაფროდიტები, როგორც მაგალითად ლოკოკინას შემთხვევაში.

ტრადიციული სექსუალური პოზა, ედუარ-ანრი ავრილი
ლომების შეჯვარება, მაასაი მაა, კენია

ტრადიციულად, სქესობრივ აქტს განიხილავდნენ, როგორც სქესობრივი კონტაქტის ბუნებრივ დასასრულს კაცსა და ქალს შორის და დღემდე ამ განსაზღვრებით განიხილება. თუმცა ტერმინის მნიშვნელობა ბოლო წლებში უფრო ვრცელი გახდა და სულ მცირე სამი სხვადასხვა სახის აქტს მოიცავს. ესენია: ვაგინალური სექსი, რომელიც საშოში მამაკაცის სასქესო ასოს შეყვანას მოიცავს; ორალური სექსი, რომელიც სქესობრივ ორგანოებთან ორალურ კავშირს მოიცავს; და ანალური სექსი, რომელიც მამაკაცის სასქესო ასოს მისი პარტნიორის ანუსში შეყვანას მოიცავს.

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: