სუფანუვონგი (ლაოს. ສະເດັດເຈົ້າສຸພານຸວົງ; დ. 13 ივლისი, 1909, ლუანგპხაბანგი — გ. 9 იანვარი, 1995, ვიენტიანი) — ლუანგპხაბანგის სამეფოსა და ლაოსის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1945-1954 წლებში ლაოსის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი. ლაოსის პატრიოტთა ფრონტის ლიდერი 1956 წლიდან. ლაოსის პრეზიდენტი 1975-1991 წლებში (მოვალეობას ასრულდებდა 1986 წლის 31 ოქტომბრამდე).

სუფანუვონგი
ສະເດັດເຈົ້າສຸພານຸວົງ
სუფანუვონგი ສະເດັດເຈົ້າສຸພານຸວົງ
ლაოსის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 დეკემბერი, 1975 – 15 აგვისტო, 1991
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეკეისონ ფომვიხანი

დაბადებული13 ივლისი, 1909
ლუანგპხაბანგი, ლაოსი
გარდაცვლილი9 იანვარი, 1995
ვიენტიანი, ლაოსი
პოლიტიკური პარტიასახალხო-რევოლუციური პარტია
მამავიცე-მეფე ბუნხონგი
დედამომ კხამ უანი
მეუღლენგუენ თხი კი ნამი
შვილები10
განათლებახიდებისა და გზების ეროვნული სკოლა (პარიზი)
პროფესიაინჟინერი

ბიოგრაფია რედაქტირება

პრინცი სუფანუვონგი დაიბადა 1909 წლის 13 ივლისს ქალაქ ლუანგპხაბანგში, ლუანგპხაბანგის სამეფოს დედაქალაქში, რომელიც იმჟამად შედიოდა საფრანგეთის ლაოსის შემადგენლობაში. იგი ვიცე-მეფე ბუნხონგის 22 შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. 1930-იან წლებში, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, მიიღო ევროპული განათლება. იგი სასწავლებლად გაემგზავრა ჰანოის (ვიეტნამი) კოლეჯში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში, სადაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ჰავრის პორტში. საფრანგეთში მან დაასრულა ხიდებისა და გზების ეროვნული სკოლა. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სახალხო ფრონტის აქციებში. 1939 წელს დაბრუნდა საფრანგეთის ინდოჩინეთში და დაქორწინდა ვიეტნამელი თანამდებობის პირის ქალიშვილზე. 1945 წლამდე მუშაობდა ინჟინერად ვიეტნამისა და ლაოსის ტექნიკურ სამსახურში, აშენებდა გზებსა და ხიდებს ვიეტნამის სხვადასხვა რაიონებში, სადაც იგი საბოლოოდ გახდა ხო ში მინის მიმდევარი და შეუერთდა ინდოჩინეთის კომუნისტურ მოძრაობას, მონაწილეობდა აგვისტოს რევოლუციაში და პირადად შეხვდა ხო ში მინს.

1945 წლის ოქტომბრის დასაწყისში თანამოაზრეებთნ ერთდ დაბრუნდა ლაოსში. 30 ოქტომბერს დაინიშნა ლაოსის არმიის მთავარსარდლად. 1946 წლის 21 მარტს მთავარსარდლის რანგში იგი ხელმძღვანელობდა ლაოსის ეროვნულ არმიას ფრანგების წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში. ავაციისა და არტილერიის გამოყენებით საფრანგეთის არმია სასტიკად დაამარცხეს ცუდად გაწვრთნილმა და თითქმის უიარაღო ლაოსელებმა. ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა სუფანუვონგი და იგი მეკონგის გავლით ტაილანდში გაამგზავრეს.

1950 წელს დაბრუნდა ლაოსში სადაც უკვე მიმდინარეობდა პარტიზანული ომი და სათავეში ჩაუდგა ლაოსის განმათავისუფლებელი ფრონტის (ლგფ) ცენტრალურ კომიტეტს. 1954 წლის ჟენევის კონფერენციის შემდეგ სუფანუვონგი, როგორც ლგფ-ის ლიდერი, გახდა შეიარაღებული ოპოზიციის უმთავრესი ფიგურა. 1955 წელს ახალ პრემიერ-მინისტრ კატაი სასორიტთან დადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეწყდა საომარო მოქმედებები.

1956 წლის 6 იანვარს, ახლად ჩამოყალიბებული სახალხო რევოლუციური პარტიის ინიციატივით მოხდა ლაოსის განმათავისუფლებელი ფრონტის რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა ლაოსის პატრიოტული ფრონტი (ლპფ). სუფანუვონგი გახდა ლპფ-ის ხელმძღვანელი, პარტიული ლიდერი კეისონ ფომვინხანი — მოადგილე, ხოლო ფუმო ვონგვიჩიტი — გენერალური მდივანი. 28 დეკემბერს სუფანუვონგმა და სუვანა ფუმამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელშიც შევიდოდა ასევე ლაოსის პატრიოტული ფრონტი. ამ ხელშეკრულებამ ლაოსის სამეფოს პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილება გამოიწვია და 1957 წელს სუფანუვონგი იძლებული გახდა ვიენტიანი დაეტოვებინა, უკან დაბრუნდა სექტემბერში მოლაპარაკებებისათვის.

1958 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფუი სანანიკონის მთავრობა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტიდან დაითხოვა ლპფ-ის ყველა წევრი მინისტრი და დაიწყო ეროვნული შერიგების პროცესის შეფერხება. სამეფო არმიასა და ლპფ-ის ძალებს შორის შეტაკების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გასცა სუფანუვონგის დაპატიმრების ბრძანება. 1960 წელს სუფანუვონგი ციხიდან გაიქცა.

1975 წლის ნოემბერში, მაშინ, როდესაც ლპფ მთლიანად აკონტროლებდა ქვეყანას, დაიწყო მოძრაობა მონარქიის გაუქმებისათვის. 1975 წლის 2 დეკემბერს სახალხო წარმომადგენელთა ეროვნულმა კონგრესმა ქვეყნის პირველ პრეზიდენტად დანიშნა სუფანუვონგი. მას პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 1986 წლამდე. 1986 წლის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა ფუმი ვონგვიჩიტი. სუფანუვონგმა პრეზიდენტის თანამდებობა ფორმალურად შეინარჩუნა 1991 წლის 15 აგვისტომდე.

პრინცი სუფანუვონგი გარდაიცვალა 1995 წლის 9 იანვარს გულის დაავადებით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Geoffrey C. Gunn: Theravadins. Colonialists and Commissars in Laos. White Lotus Press, Bangkok 1998, ISBN 974-8434-39-7.
  • Martin Stuart-Fox: A History of Laos. University Press, Cambridge 1997, ISBN 0-521-59746-3.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება