სუნი — სპეციფიკური შეგრძნებაა ჰაერში მფრინავი არომატული ნივთიერებების (მან) არსებობისა, რისი გამოვლენა ხდება ყნოსვის შეგრძნების ქიმიური რეცეპტორების მეშვეობით (იხ. ხემეროცეპცია), რომელიც განლაგებულია ცხოველის ცხვირის ღრუში.

იან ბრეიგელ ბარხატნი. სუნი. მიახ. 1617. პრადოს მუზეუმი. მადრიდი

ადამიანის სუნის აღქმის სპეციფიკა რედაქტირება

საერთო ცნობები რედაქტირება

სუნი ადამიანების უმრავლესობისათვის არის — შედარებით სუსტად დიფერენცირებული, ინტეგრალური შეგრძნებაა, რადგანაც ის განისაზღვრება ყნოსვის რეცეპტორების, სამწვერა ნერვის რეცეპტორების და ვომერნოზალური ორგანოს რეცეპტორების გაღიზიანების ჯამური ეფექტით.

ფსიქოფიზიოლოგიური პროცესების ზეგავლენა აღქმაზე რედაქტირება

შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე წამყვანი რგოლი და ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სუნის აღქმის პროცესში:

სუნის აღქმის ფსიქოლოგიის თავისებურებანი რედაქტირება

სუნის შეგრძნებაზე დიდი გავლენა აქვს ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას. გარკვეულ პირობებში შეიმჩნევა სუნის დამახინჯებული აღქმა, როდესაც გარკვეული, ჩვეულებრივი ნივთიერება მოულოდნელად ხდება მკვეთრად არასასიამოვნო.

სუნის ძალის გაზომვის მეთოდები რედაქტირება

სუნის აღქმის გამოკვლევას აწარმოებს ოლფაქტომეტრია.

სუნის ძალის შეფასება მნიშვნელოვანია ეკოლოგიაში, კვების პროდუქტების ხარისხის ობიექტური შეფასებისათვის, პარფიუმერიაში, სხვადასხვაგვარი პათოლოგიების კლინიკური კვლევებისას.

სუნის რეპროდუქციის მოწყობილობა რედაქტირება

XX საუკუნეში ხმის (პატეფონი, მაგნიტაფონი) და გამოსახულების (ფოტოგრაფია, კინომატოგრაფი, ვიდეოკამერა) რეპროდუქციის მოწყობილობების ფართო გავრცელების შემდეგ, სულ უფრო ხშირად გამომგონებლები მიმართავენ სუნის რეპროდუქციის მოწყობილობების დამუშავებას.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცდა იყო ასეთი სისტემის შემუშავება ამერიკა-ისრაელის ფირმის DidgiScent (2002 г.) მიერ. ამ ფირმამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები დროულად და პროექტი ჩაიშალა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუნი&oldid=4241155“-დან