სუნდსვალი (შვედ. Sundsvall) — ქალაქი შვედეთში, ვესტერნორლანდის ლენში, თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 50 712 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 95 000-ს.[1]

ქალაქი
სუნდსვალი
შვედ. Sundsvall

მთავარი ქუჩა
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 62°24′00″ ჩ. გ. 17°19′00″ ა. გ. / 62.40000° ჩ. გ. 17.31667° ა. გ. / 62.40000; 17.31667
დაარსდა 1621
ფართობი 27,46 კმ²
ცენტრის სიმაღლე 241 მეტრი
მოსახლეობა 50 712 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 847 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 060
ოფიციალური საიტი https://sundsvall.se/
სუნდსვალი — შვედეთი
სუნდსვალი

ქალაქი 1621 წელს დაარსდა. მდებარეობს ბოტნიის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სტოკჰოლმიდან 395 კმ-ის მოშორებით.

სუნდსვალი ოთხგზის გაანადგურა ხანძარმა, თუმცა ოთხჯერვე შეაკეთეს. პირველად იგი რუსეთის არმიამ გადაწვა 1721 წელს, ჩრდილოეთის ომისას. ბოლო ხანძარი (1888 წ) უდიდესი იყო შვედეთის ისტორიაში; მისი მიზეზი იყო გემიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალი. ამ ხანძრის შემდეგ, ქალაქის ცენტრის ქვის შენობებით განაშენიანება მოხდა, რის გამოც სუნდსვალს ზედმეტსახელად „ქვის ქალაქს“ (Stenstaden) ეძახდნენ.

XX საუკუნის დასაწყისში, სუნდსვალში სწრაფად ვითარდება ხის მრეწველობა. 1879 წელს სწორედ აქ დაფიქსირდა პირველი მსხვილი გაფიცვა შვედეთში. ამ დროისათვის, ამ არეალის მოსახლეობა მხარს ძირითადად სოციალ-დემოკრატებსა და სოციალისტებს უჭერდა.

დღეისათვის სუნდსვალი ცელულოზა-ქაღალდის წარმოების ერთ-ერთი ცენტრია. აქვე განლაგებულია ცენტრალური შვედეთის უნივერსიტეტის მთავარი საუნივერსიტეტო ქალაქი.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

     
ქალაქის ცენტრი Gustav Adolfskyrkan

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.