სულთან ბაისუნქური

აბულ ფათჰ სულთან ბაისუნქური (აზერ. Əbülfəth Sultan Baysunqur; დ. 1481, თავრიზი — გ. 5 ივნისი, 1492, ბარდა ან განჯა) — აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მმართველი 1490–1492 წლებში.

სულთან ბაისუნქური
Sultan Baysunqur
აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მე-4 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1490
მმართ. დასასრული: 1492 (2 წელი)
წინამორბედი: სულთან იაქუბი
მემკვიდრე: სულთან რუსტემი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1481
დაბ. ადგილი: თავრიზი
გარდ. თარიღი: 5 ივნისი, 1492 (11 წლის)
გარდ. ადგილი: ბარდა ან განჯა
სრული სახელი: აბულ ფათჰ სულთან ბაისუნქური
დინასტია: აყ–ყოინლუს დინასტია
მამა: სულთან იაქუბი
დედა: გევჰერ სულთან ბეგუმი
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია რედაქტირება

ბაისუნქური დაიბადა 1481 წელს, სულთან იაქუბისა და შირვანშაჰ ფარუხ-იასარ I-ის ქალიშვილის, გევჰერ სულთან ბეგუმის ოჯახში. 1490 წლის 24 დეკემბერს, გარდაიცვალა იაქუბი და ტახტზე 9 წლის ბაისუნქური ავიდა.

მმართველობა რედაქტირება

მისი მცირეწლოვნების გამო, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო შაჰის ვეზირმა, ჰალილ-ხანმა და ფაქტობრივად ის მართავდა ქვეყანას.

1492 წელს, ბაისუნქურს აუჯანყდა ერთ–ერთი სახელმწიფო მოღვაწე, სულეიმან ბეი ბიჯანოღლუ. მალე, სულეიმანი და ჰალილი ერთმანეთს დაეტაკნენ. ამ ბრძოლაში ჰალილ-ხანი დამარცხდა და ბაისუნქური მალე ტახტიდან ჩამოაგდეს.

ბრძოლა ტახტისთვის და ბაისუნქურის გარდაცვალება რედაქტირება

ბაისუნქურის ტახტზე ასვლიდან მალევე, მას დაუპირისპირდა მისი ბიძა, მესიჰ-მირზა, მაგრამ მესიჰი ჰალილ-ხანმა დაამარცხა და ბრძოლაშივე დაიღუპა. 1492 წელს, მესიჰ-მირზას შვილი, რუსტემი მისი მომხრეების დახმარებით, ციხიდან გამოუშვეს და დაიწყო ტახტისთვის ბრძოლა.

როდესაც ბაისუნქური ტახტიდან ჩამოაგდეს, მისი ადგილი სწორედ რუსტემმა დაიკავა. გაქცეულმა ბაისუნქურმა დახმარება სთხოვა მის ბაბუას, ფარუხ-იასარს. გზაში, როდესაც იგი დახმარების სათხოვნელად მიდიოდა, ბაისუნქურს თავს დაესხა რუსტემის არმია და გაიმართა ბრძოლა. ამ ბრძოლაში რუსტემმა გაიმარჯვა და ამავე ბრძოლაშივე დაიღუპა ბაისუნქური.

ლიტერატურა რედაქტირება

  • George Sale,George Psalmanazar,Archibald Bower,George Shelvocke,John Campbell,John Swinto - An Universal history, from the earliest account of time, 6. cild, səh.115