სულეიმან ფრანჟიე (არაბ. سليمان فرنجية; დ. 15 ივნისი, 1910 — გ. 23 ივლისი, 1992) — ლიბანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1970–1976 წლებში. ქრისტიანების საველე მეთაური[1]. იგი ასევე ითვლება საკუთარი გვარის ლიდერად[2].

სულეიმან ფრანჟიე
სულეიმან ფრანჟიე
ლიბანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 სექტემბერი, 1970 – 22 სექტემბერი, 1976
წინამორბედიშარლ ჰელუ
მემკვიდრეილიას სარკისი

დაბადებული15 ივნისი, 1910
ზღარტა, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი23 ივლისი, 1992
ბეირუთი, ლიბანი
პოლიტიკური პარტიამარადა
მეუღლეირის ხანდალი
რელიგიამარონიტი

ბიოგრაფია რედაქტირება

სულეიმან ფრანჟიე არის მარონიტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვარის შთამომავალი ზღარტიდან. გვარი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან Φρὰγκοι, რაც ნიშნავს ფრანკს.

დაიბადა ზღარტაში 1910 წლის 15 ივნისს[3]. იგი იყო პოლიტიკოს კაბალან ფრანჟიესა და მისი მეუღლის ლამია რაფულის მეორე შვილი. მამამისი კაბალან ფრანჟიე ქვეყნის პარლამენტის წევრია 1929–1932 წლებში, ხოლო 1908–1913 წლებში ეხდენის რაიონის გამგებელი. სულემან ფრანჟიეს პაპა, ისიც სულეიმანი ასევე ეხდენის რაიონის გამგებელია 1904–1908 [4]. 1939 წელს სულეიმან ფრანჟიეს უფროს ძმას ჰამიდს ეკავა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ფრანგული მანდატის დროს[5].

სულეიმან ფრანჟიემ განათლება ელიტურ, ანტურის წმინდა იოსების სკოლაში მიიღო. იგი ასევე სწავლობდა ტრიპოლში და ბეირუთში[3].

პოლიტიკური კარიერა რედაქტირება

სანამ დაიწყებდა პოლიტიკურ კარიერას, დაკავებული იყო ექსპორტ-იმპორტის ბიზნესით[1]. 1957 წელს იგი დაადანაშაულეს ზღარტის მახლობლად ეკლესიაში, კონკურენტი კლანის 20-ზე მეტი ადამიანის იარაღით დახვრეტაში[1]. საერთო ჯამში მას 700 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ამ მიზეზების გამო იგი ემიგრაციაში წავიდა სირიის ქალაქ ლატაკიაში, სადაც იგი შეხვდა და დაუმეგობრდა ორ სირიელ გენერალს ჰაფეზ და რიფატ ასადებს. 1958 წელს მან მიიღო ამნისტია და დაბრუნდა ლიბანში[6][7].

1960 წელს იგი აირჩიეს პარლამენტში მისი მძიმედ ავადმყოფი ძმის ჰამიდის მაგივრად[1][4][8]. ასევე ძმის ავადმყოფობის გამო იგი ტავისი კლანის ხელმძღვანელიც გახდა[8].ფრანჟიე პარლამენტში აირჩიეს ასევე 1964 და 1968 წლებში. 1970 წლამდე მას ეკავა ფოსტის, ტელეგრაფისა და ტელეფონის (1960-1961), სოფლის მეურნეობის (1961), შინაგან საქმეთა (1968), იუსტიციის (1968-1969), და ეკონომიკის (1968-1970) მინისტრის თანამდებობები[4][9].

1970 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გამოდგა ლიბანის ისტორიაში ყველაზე სადავო, სულეიმან ფრანჟიე ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტად აირჩია. მესამე რაუნდის შემდეგ მან გამარჯვება სულ ერთი ხმით მოიპოვა შიჰაბისტთა კანდიდატ ილიას სარკისზე. მან მიიღო როგორც მემარცხენეების, ასევე მემარჯვენეების მხარდაჭერა. იმჟამინდლი პარლამენტის თავმჯდომარე საბრი ჰამადე არ აღიარებდა არჩევნების შედეგებს, მას შემდეგ რაც მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, ტრიბუნასთან მივიდა ვიცე-სპიკერი მიშელ სასინი და უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა სულეიმან ფრანჟიე[10]. ფანჟიეს მმართველობა გაგრძელდა 1976 წლის 22 სექტემბრამდე[4].

მისი მმართველობა დასრულდა 1976 წელს, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს ილიას სარკისი, თუმცა სარკისმა ოთხი თვე ვერ შეძლო დაეკავებინა თავისი თანამდებობა, რადგან ფრანჟიეს არ სურდა პოსტის დატოვება[11].

გარდაცვალება რედაქტირება

სულეიმან ფრანჟიე გარდაიცვალა 82 წლის ასაკში ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის საავადმყოფოში, ჰოსპიტალიზაციიდან სამ კვირაში. დაასაფლავეს ეხდენეს რაიონში შვილის გვერდით[1].

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Pace, Eric (24 July 1992). „Suleiman Franjieh, Lebanese Ex-Chief, Dies at 82“. The New York Times. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  2. R. Hrair Dekmejian (1975). Patterns of Political Leadership: Egypt, Israel, Lebanon. SUNY Press, გვ. 12. ISBN 978-0-87395-291-0. ციტირების თარიღი: 21 October 2012. 
  3. 3.0 3.1 Suleiman Franjiyah. Wars of Lebanon. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 „Requiem Mass for President Sleiman Kabalan Frangieh (1910-1992)“. The Marada News. 25 July 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 July 2012.
  5. Fisk, Robert (24 July 1002). „Obituary: Suleiman Frangieh“. The Independent. ციტირების თარიღი: 21 July 2012.
  6. Mugraby, Mohammad (July 2008). „The Syndrome of One-Time Exceptions and the Drive to Establish the Proposed Hariri Court“ (PDF). Mediterranean Politics. 13 (2): 171–193. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 March 2013.
  7. „Feuds rampant in Lebanon“. The Spokesman Review. Beirut. AP. 16 September 1982. ციტირების თარიღი: 23 March 2013.
  8. 8.0 8.1 Minister Hamid Frangieh: (1907-1981). Zgharta-Ehden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
  9. Franjieh, Suleiman (Kabalan). Rulers. ციტირების თარიღი: 24 July 2012.
  10. Akouri, George (18 September 2007). „Talking To: Edmund Rizk“. Now Lebanon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 24 October 2012.
  11. Elias Sarkis. Rulers. ციტირების თარიღი: 23 July 2012.