სუეინსი (ინგლ. Swains Island) — ატოლი ტოკელაუს არქიპელაგში. ადმინისტრაციულად შედის ამერიკის სამოას შემადგენლობაში და მისი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულია. კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით ტოკელაუს ნაწილია, ადმინისტრაციული და პოლიტიკური თვალსაზრისით კი — ამერიკის სამოას მმართველობის ქვეშაა. ალტერნატიული სახელებია — ოლოსეგა, ოლოჰეგა, კიროსი, ჯენინგსი.

სუეინსი
მშობ. სახელი: ინგლ. Swains Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 14°32′48″ ს. გ. 168°09′07″ დ. გ. / 14.54667° ს. გ. 168.15194° დ. გ. / -14.54667; -168.15194
კუნძულთა რაოდენობა 2
მთავარი კუნძული სუეინსის კუნძული
ფართობი 1,865 კმ²
უმაღლესი წერტილი 3,5 მ
ამერიკის სამოის დროშა ამერიკის სამოა
ადმინისტრაციული ერთეული არაორგანიზებული ატოლი
დემოგრაფია
მოსახლეობა 17 (2010)
სიმჭიდროვე 9,115 ად. /კმ²

გეოგრაფია რედაქტირება

 
ატოლის რუკა
 
სუეინსის ხედი კოსმოსიდან

კუნძულის საერთო ფართობი შეადგენს 1,865 კმ²-ს, ამასთან ხმელეთის ფართობია — 1,508 კმ². სუეინსის ცენტრში მდებარე ლაგუნის ფართობი შეადგენს 0,358 კმ²-ს.

ატოლი წარმოადგენს ხმელეთის რგოლს, რითიც ცენტრში გარშემორტყმულია ლაგუნა, რომელიც მთლიანად იზოლირებულია წყნარი ოკეანის წყლებისგან. ლაგუნაში წყალი ოდნავ მარილიანია.

ისტორია რედაქტირება

კუნძული 1606 წლის 2 მარტს აღმოაჩინა წარმოშობით პორტუგალიელმა ესპანელმა ზღვაოსანმა პედრო ფერნანდეს კიროსმა, რომელმაც მას დაარქვა ესპ. Isla de la Gente Hermosa, რომელიც ითარგმნება, როგორც «ლამაზი ხალხის კუნძული».

მოგვიანებით ატოლ სუეინსზე გადასხდა კუნძულ ფაკაოფოს მეომართა ჯგუფი. ატოლზე მცხოვრები მამაკაცებიდან ნაწილი გაიქცა, დანარჩენები მოკლეს, ხოლო ქალები დაატყვევეს და წაიყვანეს ფაკაოფოზე.

1841 წელს კუნძულის გვერდით გაცურა ამერიკულმა გემმა «Peacock»-მა, რომლის ეკიპაჟმა ატოლს დაარქვა «სუეინსის კუნძული» იმ ვეშაპდამჭერის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა შენიშნა კუნძული.

1856 წელს ამერიკელმა ელი ჰატჩინსონ ჯენინგსმა (ინგლ. Eli Hutchinson Jennings) თავის სამოაელ ცოლთან — მალიასთან ერთად სუეინსის ატოლზე დააარსა დასახლება. 1856 წლის 13 ოქტომბერს ატოლი გახდა ჯენინგსის ნახევრადავტონომიური საკუთრება (თუმცა, ამასთან ერთად იყო აშშ-ის ტერიტორია)[1].

ჯენინგსმა სუეინსზე შექმნა ქოქოსის პალმების პლანტაცია, რომელმაც აყვავების ხანას მიაღწია მისი ვაჟიშვილის დროს. 1907 წელს დიდი ბრიტანეთის კოლონიის გილბერტისა და ელისის კუნძულების რეზიდენტ-კომისარმა კუნძული გამოაცხადა ბრიტანეთის ტერიტორიად და ჯენინგსს მოსთხოვა გადასახადის გადახდა თანხით US$85. კუნძულის მფლობელმა ეს თანხა გადაიხადა, თუმცა, აშშ-ის მთავრობამ შემდგომში ის აუნაზღაურა. შემდგომ ბრიტანეთის მთავრობამ აღიარა სუეინსი აშშ-ის საკუთრებად.

1920 წელს ჯენინგსის ვაჟიშვილის და 1921 წელს მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ წარმოიშვა საკითხი იმაზე, თუ ვის ეკუთვნოდა კუნძული. აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა სუეინსის მართვის უფლება გადაეცა უმცროსი ჯენინგსის ქალიშვილისთვის და ვაჟიშვილისთვის. ხოლო 1925 წლის 4 მარტს ატოლი ოფიციალურად გახდა ამერიკის სამოას შემადგენელი ნაწილი. მაგრამ მიწის მესაკუთრეები დარჩნენ ჯენინგსის შთამომავლები. სუეინსის მოსახლეობის რაოდენობა იმ დროისათვის შეადგენდა დაახლოებით 100 ადამიანს.

1953 წელს ტოკელაუდან წამოსულმა პლანტაციის მუშებმა, წამოაყენეს თავისი უფლებები მიწაზე. ამის პასუხად ალექსანდრ ჯენინგსმა კუნძულიდან გააძევა 56 მუშა და მათი ოჯახი. ამ მოვლენამ გამოიწვია ამერიკის სამოას გუბერნატორის შეშფოთება, რომელმაც აღიარა ჯენინგსის უფლებები მიწაზე, ოღონდ სუეინსზე შემოიღო შრომითი ხელშეკრულების ინსტიტუტი და დააწესა ადგილობრივი მთავრობა, რომელმაც უნდა დაიცვას მუშათა უფლებები[2]. კუნძულელებს ასევე გარანტია ეძლეოდათ ტერიტორიალურ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობა.

1981 წლის 25 მარტს ახალმა ზელანდიამ (ტოკელაუ — ამ ქვეყნის არათვითმმართველი ტერიტორია) ცნო აშშ-ის სუვერენიტეტი კუნძულ სუეინსზე. ამასთან აშშ-მა უარი თქვა ტოკელაუს სხვა კუნძულების ტერიტორიულ პრეტენზიებზე. მაგრამ ტოკელაუელები დღემდე აყენებენ თავის პრეტენზიებს კუნძულ სუეინსზე[3].

მოსახლეობა რედაქტირება

2010 წელს სუეინსის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 17 ადამიანი[4], რომლებიც ცხოვრობენ სოფელ ტაულაგაში (ტალაუგა), კუნძულის დასავლეთ ნაწილში. სოფელში არსებობს ეკლესია, სკოლა. ძველად სუეინსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს სოფელი ეტენა, რომელიც დღეისათვის მიტოვებულია.

მოსახლეობა ძირითადად ლაპარაკობს ტოკელაუს ენაზე, თუმცა ფართოდაა გავრცელებული ინგლისური ენა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება