სტოუნჰენჯი (ინგლ. Stonehenge) — პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში (სოლზბერის ვაკე). 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით - სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.

სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 51°10′43″ ჩ. გ. 1°49′28″ დ. გ. / 51.17861° ჩ. გ. 1.82444° დ. გ. / 51.17861; -1.82444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 373
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 373
ინგლ.რუს.ფრ.

აგებულება რედაქტირება

მსოფლიოს ეს ცნობილი ძეგლი შედგება 3 სამშენებლო ფენისგან:

  • 97,5 მ დიამეტრის მქონე ქვაყრილისგან, რომლის შიგნით ორმოებია(ნაწილი კრემაციული).
  • ძველი მიწაყრილის შიგნით ვერტიკალურად განლაგებული ქვის(38 წყვილი) 2 კონცენტრირებული წრისგან.
  • მიწაში ვერტიკალურად ჩასობილი თლილი ქვები(სიმაღლე დაახლოებით 8,5 მ, მასა 28 ტონა), რომლებსაც თავზე ქვის ფილები ადევს.

ეს უკანასკნელი ქვათა კონსტრუქცია ქმნის 30 მ დიამეტრის წრეს. წრეში 5 ტრილიტია(ზემოდან ფილაგადაფარებული 2 ქვა), რომელიც თავის მხრივ საკურთხევლის ქვის გარშემოა განლაგებული.[1]

დათარიღება რედაქტირება

სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს.[2]

არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა.[3] მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3 100 წლით თარიღდება.

2008 წელს, არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება, ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 9, გვერდი 575, თბილისი, 1985 წელი.
  2. Christopher Young, Amanda Chadburn, Isabelle Bedu (July, 2008). „Stonehenge World Heritage Site Management Plan“. UNESCO: 18. აკლია |author1= (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  3. Tim Darvill and Geoff Wainwright (2008-09-21). „Dig pinpoints Stonehenge origins“. BBC. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)