სტიპე მესიჩი ან სტეპან მესიჩი (ხორ. Stjepan Mesić. დ. 24 დეკემბერი 1934, ორახოვიცა, ხორვატია) — იუგოსლავიისა და ხორვატიის პოლიტიკური მოღვაწე. იუგოსლავიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1991 წლის ივლის-ოქტომბერში, ხორვატიის პრეზიდენტი 2000-2010 წლებში.

სტიპე მესიჩი
სტიპე მესიჩი
ხორვატიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 თებერვალი, 2000 – 18 თებერვალი, 2010
წინამორბედიზლატკო ტომჩიჩი
მემკვიდრეივო იოსიპოვიჩი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მაისი, 1990 – 24 აგვისტო, 1990
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეიოსიპ მანოლიჩი

იუგოსლავიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივლისი, 1991 – 3 ოქტომბერი, 1991
წინამორბედისეიდო ბაირამოვიჩი
მემკვიდრებრანკო კოსტიჩი

დაბადებული24 დეკემბერი, 1934
ორახოვიცა, იუგოსლავიის სამეფო
პოლიტიკური პარტიახორვატიის სახალხო პარტია
მამაიოსიპ მესიჩი
დედამაგდალენა მესიჩი
მეუღლემილკა დუდუნდიჩი
შვილები2
ხელმოწერა

დაიბადა 1934 წლის 24 დეკემბერს სლავონიის ქალაქ ორახოვიცაში. წარმოშობით ასიმილირებული ბოშაა. 1961 წელს დაამთავრა ზაგრების უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1970-იან წლებში მონაწილეობდა ხორვატიაში ანტისამთავრობო გამოსვლებში, რს გამოც დააპატიმრეს და მიუსაჯეს ორი წელი, ციხეში იჯდა 1 წელი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მუშაობდა იურისტად, ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1989 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხორვატიის ეროვნულ მოძრაობაში. 1990 წელს გახდა ხორვატიის პირველი პრემიერ-მინისტრი. აქტიურად მონაწილეობდა იუგოსლავიის დაშლის პროცესში. 2000 წელს აირჩიეს იუგოსლავიის პრეზიდენტად, რომელი თანამდებობაც ეკავა 2 ვადით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: